in

ბოლო თაობის Skoda Fabia-ს მოკლე მიმოხილვა და დადებითი მხარეები

მძღოლები, რომლებიც დიდი ხანია ამა თუ იმ მანქანას მართავენ, ხშირად აკეთებენ მის ე.წ. რევიუებს, რათა სხვა მომხმარებელს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ. ასეთი მიმოხილვა, რა თქმა უნდა, Skoda Fabia-ს მძღოლებთანაც გვხვდება და დღეს ერთ-ერთ უკანასკნელს წარმოგიდგენთ, რომელიც გვეტყვის, რას უნდა ველოდოთ ამ მანქანისგან.

პირველი, რასაც ამ მოდელის მიმომხილველები ამბობენ, Fabia-ს ქალაქში მართვა კომფორტული და მარტივია. ის არის კომპაქტური, კომფორტული სავარძლებით და მარტივი დასარეგულირებელია ქაოსურ მოძრაობაში. ასევე მისი მფლობელები აღნიშნავენ, რომ თუ ავტომობილს ოჯახიდან რამდენიმე ადამიანი მართავს, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული მართვის მანერა აქვთ, Fabia იდეალურად მოერგება თითოეულს.

მოდელს აქვს მსუბუქი და მგრძნობიარე საჭე, გლუვი გადაცემათა კოლოფი, 1.0-ლიტრიანი TSI ძრავა, რომელიც საკმაოდ მძლავრია იმისთვის, რომ ნორმალური სიჩქარითაც იაროთ და საჭიროების შემთხვევაში, სიჩქარესაც მოუმატოთ.

23-სანტიმეტრიანი საინფორმაციო-გასართობი ეკრანი შესანიშნავად გამოიყურება და ფუნქციების უმეტესობა ნამდვილად მარტივი გამოსაყენებელია როგორც მძღოლისთვის, რომელიც მასთან ურთიერთობას შეჩვეულია, ისე მგზავრისთვის, რომელიც მას შეიძლება პირველად ეხებოდეს.

მანქანის ბოლო, მე-4 თაობის მოდელი 2021 წლის ბოლოს გამოვიდა. ის უკვე ახალ, MQB A0 პლატფორმაზე იყო გადასული, რაც მანქანას ტექნიკურად მეტ შესაძლებლობას აძლევს და მეტად ეფექტურს ხდის. Fabia-ს ძირითადი რეცეპტი არ შეცვლილა, მაგრამ თავის კლასში Fabia ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე გადავიდა. ის არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე სუპერმინი ავტომობილების რიცხვში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სათანადო პატარა საოჯახო მანქანა.

VISA-ს კამპანია She’s Next-ს მარიამ ხუხუნაიშვილი შეუერთდა!

ღვინის, მუსიკისა და ორი კულტურის სინთეზი კახეთში, ჯაზისა და ღვინის ფესტივალზე