in

ŠKODA-ს ყველა მოდელი, უსაფრთხოების კრიტერიუმით, 5 ვარსკვლავით შეფასდა

ŠKODA AUTO-სთვის მთავარი პრიორიტეტი და დიდი ხნის ტრადიციაა, რომ უზრუნველყოს მანქანების მაქსიმალური უსაფრთხოება. ŠKODA 100 L იყო პირველი დოკუმენტირებული მანქანა, რომელმაც 50 წლის წინ პრაღა-რუზინეში ავარიის ტესტირება გაიარა. 

დღეს ŠKODA ისევ აქტიურად მუშაობს ავარიის ტესტირებებზე პოლიგონის სატესტო ცენტრში, რომელიც სრულყოფილად გაფართოვდა 2020 წელს და მოიპოვა 2020 წლის საუკეთესო ლაბორატორიის წოდება ავტოსაზგაო შემთხვევების საუკეთესოდ ტესტირებისთვის. 2008 წლიდან წარმოდგენილმა ŠKODA-ს 15-ვე ახალმა მოდელმა მიიღო უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი. 2021 წელს ამჟამინდელი FABIA და ENYAQ iV დასახელდა ყველაზე უსაფრთხო მანქანებად შესაბამის კლასებში.

როგორც ŠKODA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მთელ თავის გამოცდილებას იყენებენ ტექნიკურ განვითარებაში, რათა მუდმივად გააუმჯობესონ მანქანების უსაფრთხოება. ბრენდის ძველი მოდელებიც კი გვთავაზობენ მრავალრიცხოვან დამხმარე სისტემებს, რომლებიც ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტომობილების უმაღლესი კლასის მანქანებში. ისინი აღნიშნავენ, რომ Polygon Úhelnice-ის ლაბორატორია ისეა აღჭურვილი, რომ ჯერ კიდევ მანქანის აწყობის ადრეულ ეტაპზევე იძლევა მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული მისი აბსოლუტური უსაფრთხოება. 

5 გზა სტარტაპების რეცესიისთვის მოსამზადებლად

არიქა! საქართველო და ქართველი ინფლუენსერები Nike-ის ცინცხალ რეკლამაში!