in

Skoda Georgia და Spotlight 2022 დამეგობრდნენ!

Spotlight დაბრუნდა! პანდემიური წლები დიდხანს გაიწელა, თუმცა დადგა დრო, კვლავაც შევიკრიბოთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან მარკეტინგულ დღესასწაულზე. 27 ნოემბერს,  თბილისში, სასტუმრო პულმან აქსის თაუერსში 700-მდე სტუმარი შეიკრიბება და მარკეტინგულ თავგადასავალში გადაეშვება. მთელი დღის მანძილზე იქნება მასტერკლასები, ვორკშოპები, ინსპირაციული გამოსვლები და პანელური დისკუსიები. Spotlight-ის სცენიდან აუდიტორიას 30 სპიკერი მიმართავს. ჩვენ კი, სანამ გულმხურვალე შეხვედრის დროს მოვა, Spotlight 2022-ის მხარდამჭერებზე გიყვებით. Spotlight 2022-ისა და Skoda Georgia-ს თანამშრომლობაზე Skoda Georgia-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი სალომე კენჭოშვილი გვესაუბრა.

M: როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს სფოთლაითს ქართული მარკეტინგის სამყაროში?

დღეს, ყველამ იცის, რომ სფოთლაითი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ მარკეტინგის სამყაროში. სფოთლაითი სცდება ამ ჩარჩოს, ეს არ არის მხოლოდ საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ეს არის პლატფორმა საზოგადოებისთვის რომ უგულშემატკივრონ, გაიცნონ, წაახალისონ. გამარჯვება, ერთიანობა, ცდა – ეს ღონისძიების თემატიკის არა სრული ჩამონათვალია, სწორედ მათ გარშემო გაერთიანების სურვილი ქმნის იმას, რასაც სფოთლაითს ვეძახით.

სფოთლაითი გვაძლევს საშუალებას გავიზიაროთ რაღაც განსაკუთრებული, რაც ნებისმიერ ჩვენგანისთვის შეიძლება გარდამტეხი იყოს, მოვისმინოთ გიჟური იდეები, რომელიც შეიძლება ბიძგები იყოს რამე უნიკალურის შექმნისთვის. ძალიან ბევრი, საინტერესო ამბავი ხდება ჩვენს თავს და ეს პლატფორმა გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ უფრო მეტი.

სწორედ ეს შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთიანდება სხვადასხვა იდეის გარშემო. ეს არის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გავიზიაროთ, გავიცნოთ და ვცადოთ.

M: უკვე არაერთი წელია თვალს ადევნებთ სფოთლაითს. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?

სფოთლაითი არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა თუ გამოცდილება, შთავაგონოთ ერთმანეთი, რომ ვცადოთ. ეს არის ხომ წლევანდელი სფოთლაითის მთავარი აზრიც – ცდა. შკოდასთვის, როგორც გლობალური ბრენდისთვის, რომელიც ახლა სწორედ რებრენდინგის პროცესშია, ერთ-ერთი მთავარი იდეა არის შთაგონება, ინსპირაცია. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოშიც დავანახოთ საზოგადოებას რომ სრულიად ვიზიარებთ ამ კონცეფციას, გვინდა ვიყოთ ცდის მხარდამჭერები, გვინდა რომ შთავაგონოთ.

 

Spotlight-ის წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი, AccountAnts.

როგორ გამოჩნდა Warner Bros.-ის ხმა კინოინდუსტრიაში

გაერო მაღალტექნოლოგიურ სატელიტურ სისტემას დაბინძურების წინააღმდეგ გამოიყენებს