in

Škoda გზებზე უსაფრთხოების დაცვის უახლეს ტექნოლოგიას გვთავაზობს

Škoda, როგორც ბრენდი ხშირად გამოდის გარემოზე ზრუნვის ინიციატივით და ამჯერად ახალ, უნიკალურ ტექნოლოგიას ავითარებს, რომლის მიზანიც გზების უსაფრთხოების დაცვაა. მისი სამიზნე სეგმენტია ბავშვები, ხანდაზმულებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

ახალი სისტემით მოდელ Enyaq iV-ის უკანა ცხაურს ემატება LED ზოლები, რომლებიც ისეა დაპროგრამებული, რომ უნიკალური ანიმაციები გამოდის. როდესაც მანქანა ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელს უახლოვდება, მას შეუძლია გააფრთხილოს ისინი. კერძოდ, ის ჩერდება და აჩვენებს მწვანე ისრებს, რათა ქვეითად მოსიარულეს უთხრას, რომ გზის გადაკვეთა უსაფრთხოა. მას შემდეგ, რაც ისინი გადაკვეთენ გზას და მანქანა დაძვრას დააპირებს, სისტემა ისევ რთავს გამაფრთხილებელ ნიშნებს, რომ მანქანა მოძრაობას იწყებს.

არსებობს კიდევ უფრო ექსტრემალურ სიტუაციებზე გათვლილი სიგნალებიც. მაგალითად, თუ ავტომობილი, რომელიც გადასასვლელს უახლოვდება, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ შეუძლია გაჩერება, მას შეუძლია ფეხით მოსიარულეებს გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ არ დაგაკვეთონ გზა.

სიგნალებად ავტომობილი იყენებს ცნობად სიმბოლოებს, რათა ადამიანს არ გაუჭირდეს მისი ამოცნობა. ეს სიმბოლოებია მწვანე ისარი და კაცუნა, ასევე წითელი ისარი და კაცუნა.

მსგავსმა ტექნოლოგიამ შესაძლოა ხელი შეუწყოს გზაზე ფეხით მოსიარულეთა საერთო დაზიანებების რაოდენობის შემცირებას.

საინტერესოა, რომ ეს გამაფრთხილებელი სიგნალები ერთადერთი ტექნოლოგია არაა, რომელსაც Skoda ტესტავს. უფრო ფართო საცდელი ნაწილის ფარგლებში ასევე შედის რობოტი როვერი სახელწოდებით IPA2X, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ბავშვებს, მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს გზის უსაფრთხოდ გადაკვეთაში. ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (CIIRC) ინფორმატიკის, რობოტიკისა და კიბერნეტიკის ინსტიტუტის ექსპერტები, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და Škoda ერთად მუშაობდნენ ამ ჭკვიანი ასისტენტის შესაქმნელად.

რობოტი მობილურ შუქნიშანს ჰგავს, რომელიც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე დგას. მასზე განლაგებულია სენსორები, რომლებიც ეხმარება რობოტს, იგრძნოს მოახლოებული მანქანა. ის ინფორმაციას აწვდის არა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს მანქანის შესახებ, არამედ თავად მძღოლს იმის შესახებ, რომ მან გზა უნდა დაუთმოს ადამიანებს. როგორც ცნობილია, უკვე იგეგმება რობოტისთვის აუდიო სიგნალების დამატების საშუალებაც.

Nile Rodgers & Chic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა BSA.ge-ზე დაიწყო

„ექიმოს” ახალი შეთავაზება ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებისთვის