in

Škoda Hispano Suiza-ს, 20-იანი წლების სამუზეუმო ექსპონატის რესტავრაცია

Škoda Hispano-Suiza თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე მანქანა იყო მსოფლიოში, რომელიც შეზღუდული სერიით გამოვიდა. ის 1928 წლიდან Škoda-ს მუზეუმის ექსპონატია და ახლა რესტავრირებული სახით იყო წარმოდგენილი Techno Classica Essen-ში, კლასიკური და პრესტიჟული მანქანების საერთაშორისო შოუზე. 

მანქანას ჰქონდა საგულდაგულოდ დაბალანსებული 100 ცხენის ძალის მქონე ძრავა, იწონიდა 2 ტონას და ორ მეტრზე მეტი სიმაღლისა იყო. 100 კმ-ზე საშუალოდ 20-25 ლიტრ საწვავს მოიხმარდა, რაც იმ პერიოდში საკმაოდ ადეკვატური იყო. მანქანას ჰქონდა მექანიკური მუხრუჭები, რომლებიც ძალიან საიმედო იყო. გარდა ამისა, პროგრესული გამაძლიერებელი იყენებდა მანქანის კინეტიკურ ენერგიას. ამ მანქანების მომხმარებლისთვის მიწოდების პირველი მოწმობა დათარიღებულია 1926 წლის 10 მაისით. 

Škoda Hispano-Suiza-ს მხოლოდ რამდენიმე მანქანა შემორჩა დღემდე. მათ შორის ყველაზე მიმზიდველი Škoda-ს მუზეუმის ექსპონატია. შასი ატარებს სერიულ ნომერს 469 და მანქანა აღჭურვილია ძრავით No. 1181. იგი დასრულდა პილსენში 1928 წლის 4 მაისს. 1970-იან წლებში Škoda Hispano-Suiza სლოვაკმა კოლექციონერმა იყიდა. მომდევნო მფლობელმა, ამჯერად პრაღიდან, მანქანის 10-წლიანი რესტავრაცია დაიწყო. ამის შემდეგ მანქანამ კიდევ ორჯერ შეცვალა მფლობელი და 2010 წლიდან Škoda-ს მუზეუმის კოლექციების ნაწილია.

2019 წლის აგვისტოში მანქანის განახლების კიდევ ერთი პროცესი დაორგანიზდა. ამისთვის რესტავრატორებმა საარქივო მასალებს გადახედეს, რაც მიზნად ისახავდა მანქანის თანმიმდევრულად აღდგენას პირვანდელ ფორმაში. ძირითადი დეფექტები ძრავაზე და სხვა კომპონენტებზე გამოვლინდა, გამოსწორდა წარსულში დაშვებული შეცდომები. ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი რესპუბლიკის სარეგისტრაციო ფირფიტების ასლებია, რომლებიც საგანგებოდ აღადგინეს. პროფესიონალურად აღდგენილმა Škoda Hispano-Suiza-მ ავტოშოუზე დიდი მოწონება დაიმსახურა.

გურული არყის რეგიონით შთაგონებული ბრენდინგი

Snapchat-მა AI ჩეტბოტი შექმნა — რა შეუძლია მას?