in

Skoda Kamiq – პატარა SUV, რომელიც დიდ ღირებულებებს იტევს

Skoda Kamiq ფანტასტიკური, ყოვლისმომცველი მანქანაა. ეს არის ერთ-ერთი პირველი კომპაქტური კროსოვერი, რომელიც ოჯახისთვის  საკმარის ადგილსა და პრაქტიკულობას გთავაზობთ. როგორც ავტომოყვარულები ამბობენ, ის საოჯახო ჰეტჩბეკის უკეთესი ალტერნატივაა. 

ავტოგამოცემებში მის შესახებ არაერთი მიმოხილვა იწერება. მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი, თუ როგორ აფასებენ ახალ Skoda Kamiq-ს ის ადამიანები, ვინც კარგად იცის როგორი უნდა იყოს სხვადასხვა კატეგორიის კარგი ავტომობილი. 

Kamiq ყველაზე პატარა SUV-ია დიდ ჩეხურ ოჯახში. ის Volkswagen Group-ის მიერ აპრობირებული MQB არქიტექტურაზეა დაფუძნებული, რომელსაც ასევე იზიარებენ Volkswagen T-Cross და SEAT Arona. ფასი მას ოდნავ მეტი აქვს, ვიდრე ამ ორს, მაგრამ ამას თავისი ახსნაც აქვს – გარკვეულ ასპექტებში ის უფრო მეტი უპირატესობით გამოირჩევა. 

ძრავა

კავშირი Volkswagen-თან უკვე ნიშნავს იმას, რომ Kamiq ძრავის რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს. ერთ-ერთი არის 1.0-ლიტრიანი TSI ბენზინის ძრავა 94 ცხენის ძალით და ხუთსაფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. მეორე 114 ცხენის ძალას მოიცავს და ექვს სიჩქარიანი მექანიკური, ან არჩევითი, შვიდსიჩქარიანი DSG ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. კიდევ გვხვდება 1.5-ლიტრიანი TSI ბენზინი ძრავის დიაპაზონი, რომელიც 148 ცხენის ძალითაა ხელმისაწვდომი და გვთავაზობს არჩევანს როგორც ავტომატიკის, ისე მექანიკის მოყვარულებისთვის.

დიზაინი

Kamiq-ს რამდენიმე ვერსია აქვს დიზაინის კუთხითაც. ამ მოდელს სამი ვარიანტი აქვს: SE, SE L და ტოპსპეციფიკაციის მქონე Monte Carlo. SE მოდელს ყველა საჭირო აღჭურვილობა აქვს, რაც თანამედროვე მანქანას სჭირდება. მათ შორისაა: LED ფარები, უკან პარკირების სენსორები, ორზონიანი კლიმატკონტროლი და 8.25.-დუიმიანი საინფორმაციო-გასართობი სისტემა, რომელთანაც სმარტფონის უკაბელოდ დაკავშირებაა შესაძლებელი.

SE L მოდელი მსგავსია, თუმცა მას უფრო დიდი, 9.2-დუიმიანი ეკრანი და 18-დუიმიანი, ლითონის დისკები აქვს. დაბურული ფანჯრები, ინტერიერის ატმოსფერული განათება, ავტომატური განათება და საწმენდები, ციფრული ინსტრუმენტების 10,25-დუიმიანი კლასტერი – ამ მანქანას სასურველ ავტომობილად აქცევს ბევრი მძღოლისთვის.

რაც შეეხება Monte Carlo-ს, მას აქვს Kamiq-ის სერიის ყველაზე სპორტული სახე. ბორბლების გამორჩეული დიზაინითა და შავი ექსტერიერის დეტალებით, მრავალფუნქციური სპორტული საჭითა და LED ფარებით, ეს მანქანა ნამდვილად გამორჩეულია თავის კატეგორიაში.

ყველა მოდელი მოიცავს ისეთ პრაქტიკულ მოწყობილობებს, როგორებიცაა ორი USB-C პორტი, სმარტფონის შესანახი ჯიბეები და ჭიქების სამაგრები. 

ავტომოყვარულები ახალი Skoda Kamiq-ის გამოსვლას 2024 წლის დასაწყისში ელოდებიან.

თავისუფლების იდეით შთაგონებული ბრენდის იდენტობა — Gallivanter Gin

36DaysofType – მარიამ თევზაძის ექსპერიმენტული სერია, რომელიც ორჯერ გახდა Behance-ის კურატორების რჩეული