თუ Skoda Karoq-ის ყიდვას აპირებდით, შეგიძლიათ პირდაპირ ახლით დაიწყოთ. ავტომწარმოებელმა ახალი მოდელი უკვე გამოუშვა. ამ მოდელით ბრენდი კიდევ ერთხელ უწევს კონკურენციას საოჯახო მანქანების სერიაში შემავალ სხვა მანქანებს. ის პრაქტიკული და ბიუჯეტური SUV-ია.
თავისი წინა მოდელებისგან განსხვავებით, ახალი Karoq უფრო ფართოა, შესწორებული აქვს ბამპერები, უკანა ფარები და სახურავი. ხელმისაწვდომია მოწინავე მატრიცული LED განათების ტექნოლოგია და არის ორი ახალი ფერის არჩევანი: Phoenix Orange და Graphite Grey. თუმცა, ცვლილებები არ არის მხოლოდ კოსმეტიკური – ისინი შექმნილია აეროდინამიკური სარგებელის მოსატანად. იატაკის გლუვი საფარის, გაფართოებული უკანა სპოილერისა და ალუმინის დისკების აერო საფარის კომბინაციამ ცხრა პროცენტით გააუმჯობესა აეროდინამიკური ეფექტურობა. ამასთან, მანქანა მეტი ეფექტურობით მოიხმარს საწვავს.
ინტერიერშიც თუ შევიხედავთ, ვნახავთ, რომ მოდელს თანამედროვე ელემენტებთან ერთად, ახალ დიზაინზე მორგებული ძველის ვიზუალიც დაჰკრავს. სალონში ნახავთ ჯვარედინი ეფექტის მქონე მეტალის კარის პანელებსა და Octavia-დან „ნასესხებ” ორწახნაგიან საჭეს. მეტი კომფორტისთვის კი, აქ დაგხვდებათ უსადენო Apple CarPlay, Android Auto და USB-C პორტები – მათ შორის ერთი უკანა ხედვის სარკეზე, კამერის ჩართვისთვის.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რასაც ახალი მოდელის დათვალიერებისას წავაწყდით, არის ქსოვილი, რომელიც სავარძლებზეა გადაკრული. ის გადამუშავებული ბოთლებისგან არის დამზადებული. ასევე, უკან მჯდომი მგზავრებისთვის შერჩეულია ატმოსფერული განათება, რათა მოსვენებულად და მეტად კომფორტულად იგრძნონ თავი. ავტომობილს გათვალისწინებული აქვს სივრცე მგზავრების სხვადასხვა ნივთისთვის და პატარა ნაგვის ურნაც კი. მეტი სივრცის უზრუნველსაყოფად, უკანა სავარძლები მთლიანად იკეცება და ამ ადგილის დამატებით საბარგულად გამოყენებაც შეიძლება.
რომ შევაჯამოთ, ახალი KAROQ ნამდვილად აკმაყოფილებს ავტომობილის თანამედროვე სტანდარტებს, ვიზუალურად დახვეწილი და მომხმარებელზე მორგებულია.