დაარსების დღიდან ŠKODA მხარს უჭერდა გადაუდებელი დახმარების სერვისებს. ის ამ ხაზს ახლაც მიჰყვება და ამის ნათელი მაგალითი ŠKODA KAROQ სწრაფი რეაგირების მანქანაა, რომელიც ახლახან გამოუშვა.
ყველა აუცილებელი აღჭურვილობის, მძლავრი შესაძლებლობებისა და მგზავრისთვის საკმარისი სივრცის წყალობით, მრავალმხრივი SUV სრულყოფილად ემსახურება სასწრაფო დახმარების სერვისებს. სრული კონვერტაციისას მანქანას აქვს 360-გრადუსიანი ხილვადობა წინა ეკრანზე, უკანა კარსა და ცხაურზე ჩაშენებული აქვს LED სიგნალის ნათურები, 100-ამპერიანი სირენა კი საბოლოოდ კრავს მოდელს, როგორც სამედიცინო დახმარების ავტომობილს. ახალ KAROQ-ს აქვს გასაოცარი იერი, უახლესი ტექნოლოგიები და ეფექტური EVO ელექტროძრავა.

ბრენდი უმაღლესი ხარისხის ინტერიერსაც გვთავაზობს. სალონის სიმაღლე გაზრდილია, საბარგულში გამოყოფილია დიდი ადგილი, რომლის სივრცეც კიდევ შეიძლება გაიზარდოს, თუ უკანა სავარძლები დაიკეცება, რისი ფუნქციაც მანქანას აქვს. ამას გარდა, ავტომობილში შეხვდებით უახლეს საკომუნიკაციო სისტემას, 7-სიჩქარიან ავტომატიკურ და 6-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს. წამყვანი თვლები მანქანაში წინა ბორბლებია, თუმცა გათვალისწინებულია ყველა ბორბლის ჩამრთველი სისტემა საჭიროების შემთხვევაში. არჩევითი Performance Package ნიშნავს, რომ KAROQ-ის მძღოლები სარგებლობენ გაძლიერებული წევით რთულ რელიეფზე და მოლიპულ ზედაპირებზე.
უსაფრთხოებისა და მძღოლის დამხმარე სისტემები ყოვლისმომცველია, რაც უზრუნველყოფს მანქანაში მყოფი პირების მაქსიმალურ დაცვას, ცხრამდე აირბაგითა და მძღოლის დახმარების გაუმჯობესებული ფუნქციებით, როგორებიცაა: Crew Protect Assist და Travel Assist.










