Skoda Karoq ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია. ახლახან მისი ტესტირების მიმოხილვა გამოქვეყნდა, რომელმაც ის სიკეთეები გაგვიზიარა, რაც ამ ავტომობილისთვის არის დამახასიათებელი.
პიტ გიბსონი ის მძღოლია, რომელმაც ტესტირების შედეგები autoexpress.co.uk-ზე გამოაქვეყნა. ტესტირების დასაწყისში ის აღნიშნავს, რომ ზოგადად, ჩეხურ მწარმოებელთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და Skoda-ს არაერთი მოდელი ჰყავს გამოცდილი, თუმცა ახლა შეუძლია თქვას, რომ მისთვის Karoq Skoda-ს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოდელად რჩება. ის ამ მოდელის ღირებულებებს ადამიანის გონებრივ ევოლუციასაც კი ადარებს.
მაინც რამ განაპირობა მისი ეს დამოკიდებულება? ვნახოთ მისი მიმოხილვა.
მოდელი, რომელიც მან დატესტა, 148 ცხენის ძალის მქონე დიზელის 2.0-ლიტრიანი ავტომობილია. მას აქვს ოთხბორბლიანი ამძრავი და DSG ავტომატური გადაცემათა კოლოფი. აქვე ტესტერმა გამოყო მანქანის დიზაინი და აღნიშნა, რომ მყიდველების უმეტესობა გულგრილი ვერ დარჩება მეტალის ჩრდილების მიმართ, რომელიც ამ მანქანებს დაჰყვება.
საინტერესოა, რომ Karoq-ს მოჰყვება Skoda-ს რვადუიმიანი Amundsen-ის საინფორმაციო-გასართობი სისტემა, რომელიც საკმაოდ მოსახერხებელი და თანამედროვე ოჯახზეა ზედგამოჭრილი. მას აქვს დახვეწილი პროცესორი და 9.2-დუიმიანი დისპლეი, რომელიც ეფექტურად ავსებს ადგილს Karoq-ის ციფრულ დაფაზე. ეს ის მახასიათებელია, რომელსაც დღეს ბევრი მომხმარებელი უთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას, ამიტომ Karoq შეძლებს მათი გულის მოგებას.
მოდელი ასევე გთავაზობთ 18-დუიმიან ალუმინის დისკებს, წინა USB-C პორტებს, წინა და უკანა პარკირების სენსორებს უკანა ხედვის კამერით, კრუიზ კონტროლით და LED ფარებით.
დიზელზე მომუშავე ეს SUV გრძელვადიანი მოგზაურობისთვის არის შექმნილი. ტესტერმა ამ მიმართულებითაც გამოცადა მანქანა, რადგან მასთან ერთად 7300 კმ გაიარა ერთ მოგზაურობაში. პიტ გიბსონმა აღნიშნა, რომ მანქანის სივრცე საკმარისია მგზავრების კომფორტისა და ბარგის განთავსებისთვის. მეტიც, აქ ძაღლის საწოლისთვის გამოყოფილ სივრცესაც იპოვით. სურვილისამებრ, მანქანის უკანა სავარძლის ცენტრალური საზურგე იკეცება, რათა გამოიყენოთ საყრდენად ან სასმლის ჩასადებ დამჭერად.