თუ დაინტერესებული ხართ ისეთი მანქანით, რომელსაც აქვს დიდი სივრცე, სპორტული მახასიათებლები და 4×4-ზე წამყვანი თვლები, მაშინ ჩეხური წარმოების Skoda Karoq Sportline 4×4 თქვენს სურვილებს აუცილებლად დააკმაყოფილებს. ახალი, 2023 წლის მოდელის მიმოხილვაში ბევრი რამ იწერება მასზე, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულად კომფორტულ ავტომობილზე.
ზოგადად, შკოდა ცნობილია, როგორც პრაქტიკული მანქანების მწარმოებელი, რომელიც ფუნქციურ ავტომობილებს ქმნის. Karoq-იც ამ ტრადიციის მორიგი გაგრძელებაა. გარკვეული დეტალები მანქანას ბრენდის მეორე მოდელის, Kodiaq-ისგან აქვს ნასესხები. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ სავარძლების დიზაინი და განლაგება, რომელიც თაიგულის ფორმას ქმნის.
უნდა აღვნიშნოთ მანქანის ციფრული ტექნოლოგიის უპირატესობებიც. ის აღჭურვილია თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტებით, რომლებიც ავტომობილს „ჭკვიან” სისტემად აქცევს. 10,25-დუიმიანი ეკრანი, 8.0-დუიმიანი ცენტრალური სენსორული საინფორმაციო-გასართობი სისტემა, სატელიტური ნავიგაცია, Apple CarPlay და Android Auto ფუნქციები მძღოლისთვის პერსონალიზებულ გამოცდილებას ქმნის, რომელიც კომფორტულ მგზავრობას განაპირობებს და სიმყუდროვის შეგრძნებას ტოვებს მანქანაში.

ორიოდე სიტყვის თქმა სივრცეზეც შეიძლება. წინა სავარძლების ქვეშ არის უამრავი ადგილია იმისთვის, რომ მძღოლმა და წინ მჯდომმა მგზავრმა თავი კომფორტულად იგრძნონ. აქვეა ჰაერის გამწოვი და რბილი საზურგე, სადაც თავის ჩამოდებაც მოსახერხებელი და სასიამოვნოა. კიდევ ერთი უპირატესობა, რაც სივრცეზე საუბრისას შეგვიძლია ვახსენოთ, საბარგულის მოცულობა და დიზაინია. აქ საკმარისი ადგილია ბარგის ჩასაწყობად და კიდევ გათვალისწინებულია საკიდები ჩანთების დასაკიდებლად და ბადეები იმისთვის, რომ მსხვრევადი ნივთები არ სრიალებდეს და უსაფრთხოდ გადაადგილდეს მგზავრობისას.

და ბოლოს, საწვავის ავზის ტევადობა 55 ლიტრია. Volkswagen Group-ის ზოგიერთი მოდელისგან განსხვავებით, მას აქვს ბენზინის ნაწილაკების ფილტრი (PPF), რომელიც ხელს უწყობს მავნე გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირებას. რაც შეეხება შვიდსიჩქარიან, ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფს, ის საკმაოდ გლუვია და სამართავად მოსახერხებელი.
ყველა ეს უპირატესობა Skoda Karoq-ს მოთხოვნად მოდელად აქცევს, რომელიც დიზაინის, კომფორტისა და სიმძლავრის სინთეზს გვთავაზობს.













