9
Sep
2019

ველოსიპედი პედლების გარეშე – Skoda-ს Klement

9 Sep 2019

veon
veon


როგორი იქნება ქალაქში მიკრომობილობის მომავალი? ამ კითხვაზე პასუხად ჩეხურმა კომპანია Skoda-მ ელექტროველოსიპედის კონცეპტი, სახელად Klement წარმოადგინა. ეს მოდელი სკუტერის, ველოსიპედის და ელექტრო მოტოციკლეტის ჰიბრიდია და არ აქვს პედლები, რის გამოც დავაც შეიძლება – საერთოდ, შეგვიძლია, თუ არა ვუწოდოთ მას ველოსიპედი?

პედლების ნაცვლად, Klement-ს ფეხის დასადგმელები აქვს და რომ არა ეს თვისება, ალბათ მას ვერც ვუწოდებდით ელექტრო ველოსიპედს. ფეხის დასადგმელის მოძრაობით ველოსიპედისტს ტრანსპორტის სიჩქარის მართვა და დამუხრუჭება შეუძლია. ელექტროველოსიპედს კიდევ ერთი გამორჩეული თვისება აქვს – სიჩქარის, ელემენტის დამუხტვის დონისა თუ გადაადგილების მარშრუტის კონტროლისთვის, მის საჭესთან სმარტფონი მაგრდება. თქვენი სმარტფონი ხდება ერთგვარი ეკრანი, რომლითაც, შეგიძლიათ, Klement-ის მართვისას იხელმძღვანელოთ.

Klement-ის წონა 25 კილოგრამია, მის მიერ განვითარებული მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ. სრული დამუხტვის შემთხვევაში ველოსიპედს 62 კილომეტრის გავლა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელით „შკოდას“ მცირე მანძილზე გადაადგილების მომავლის წინასწარმეტყველება სურს, ის ჯერჯერობით, კონცეპტად რჩება და უცნობია, როდის გამოჩნდება ბაზარზე.

განხილვა