in

Skoda Kodiaq – თუ ოჯახისთვის გემოვნებიან, პრაქტიკულ და ხელმისაწვდომ ავტომობილს ეძებთ

Skoda Kodiaq SUV არის შთამბეჭდავი, ყოვლისმომცველი და ერთ-ერთი საუკეთესო საოჯახო მანქანა, რომელიც დღესდღეობით იყიდება. ის კომფორტული, პრაქტიკული და სამართავად კარგი ავტომობილია, რომელიც ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელმისაწვდომ ფასებს გვთავაზობს. იგი მუშაობს ბენზინისა და დიზელის ძრავებზე, აქვს ოთხბორბლიანი ამძრავი, რითაც მეტ ქულას იწერს პოტენციური მომხმარებლის თვალში.

თავად Skoda-სთვის Kodiaq იყო სწორი მანქანა საჭირო დროს. დიდი ზომების მიუხედავად, ის საოცრად მოქნილი მანქანაა. ეს იმიტომ ხდება, რომ ის იყენებს VW ჯგუფის MQB პლატფორმის ვერსიას, რომელიც ფოკუსირებულია წონის დაზოგვაზე, რა სახითაც არ უნდა იყოს გამოყენებული და ნიშნავს, რომ Kodiaq უფრო მსუბუქი და მოხერხებულია, ვიდრე მისი ბევრი კონკურენტი.

რაკი კონკურენტები ვახსენეთ, ბარემ დავკონკრეტდებით, რომ მისი ერთ-ერთი გამორჩეული კონკურენტია VW Tiguan Allspace, რომელიც საკმაოდ ახლოსაა Kodiaq-თან, თუმცა მასში მეტის გადახდა მოგიწევთ. Nissan X-Trail და Peugeot 5008 შიგნით ნაკლებად ფართოა, Land Rover Discovery Sport კი გაცილებით ძვირია.

მანქანის ყველა ვერსიას, გარდა SE Drive-ისა, სტანდარტულად მოჰყვება შვიდი ადგილი, ხოლო 2021 წლის შუა რიცხვებში გამოვიდა ახალი მოდელი, რომელმაც ცვლილებები განიცადა მთელ აღჭურვილობაში და მცირედი კორექტივები შევიდა მის დიზაინშიც. მანქანის ვერსიები 148, 187, 197 და 237 ცხენის ძალებს შორის მერყეობს. სულ ბოლოს გამოვიდა Kodiaq 242 ცხენის ძალის TSI ბენზინის ძრავით, რომლის გამოცდასაც ჯერ კიდევ ველოდებით.

როგორ ვმართოთ საჯარო გამოსვლის შიში?

პრო ბონო პროექტი — „თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეების მხარდასაჭერად