ბოლო დროს Skoda ერთგვარ სპეციალისტად გვევლინება SUV-ების წარმოებაში, ამიტომ დიდად გასაკვირი არაა, რომ სხვადასხვა ავტოგამოცემა მის მანქანებს საუკეთესოებად ასახელებს და ტოპ სიებში ახვედრებს. autoexpress-ის 2023 წლის გადაწყვეტილებით, ჩეხი მწარმოებლის მოდელი, Kodiaq, საუკეთესო დიდ SUV-ად დასახელდა Kia Sorento-სა და Nissan X-Trail-თან ერთად. გადაწყვეტილება არა მხოლოდ მისი ფართობისა და ექსტერიერის, არამედ პრაქტიკულობისა და მართვის მკვეთრად გამოხატული დინამიკის გამო იქნა მიღებული.
Kodiaq გამოირჩევა ფართო ინტერიერით. მას აქვს 7 ადგილი და აღჭურვილია ე.წ. “Simply Clever“ დეტალებით, როგორებიცაა, მაგალითად, მანქანის წინა კართან მოთავსებული ქოლგა, ხელთათმანების ყუთი და ყინულის საფხეკი, რომელიც უკანა კართან არის მიმაგრებული. ცალკე აღსანიშნია მანქანის საბარგული, რომელიც უზარმაზარ ადგილს სთავაზობს მომხმარებელს ბარგის შესანახად.
ყველა ეს მოწყობილობა თუ სასარგებლო გადაწყვეტა, რაც ავტომობილს მოჰყვება, დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მასალისგან და ასეთივეა მათი აწყობის ტექნიკა. ეს შთაბეჭდილება უფრო მყარდება გზაზე სიარულისას, სადაც შეიძლება Kodiaq უფრო ძვირადღირებული მოდელების გვერდიგვერდ აღმოჩნდეს, თუმცა მათზე დახვეწილად გამოიყურებოდეს.
იმის გამო, რომ ის დაფუძნებულია MQB პლატფორმაზე, თავის გაბარიტებთან შედარებით, საკმაოდ მოქნილი და სხარტი ავტომობილია. მას აქვს შესაძლებლობა, რომ გადაირთოს ოთხივე წამყვანი თვლის რეჟიმზე, რაც ეხმარება უამინდობის დროს ცუდ გზებზე გლუვად გადაადგილებაში და როგორც მძღოლის, ისე მგზავრების კომფორტულად გადაყვანაში დანიშნულების ადგილამდე.
როდესაც ამ SUV-ის შესახებ ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი წარმოდგენილია ბენზინისა და დიზელის მოდელებად, რომლებიც შესანიშნავ შესრულებას გვთავაზობენ და მანქანის აეროდინამიკური ეფექტურობა საწვავის ეკონომიასაც უწყობს ხელს.
ახლა კი ცოტა რამ Skoda-სთან ერთად დასახელებულ ორ ბრენდზეც ვთქვათ.
Kia Sorento
თავისი შთამბეჭდავი გარეგნობით, ფართო, შვიდადგილიანი სალონით, გასაოცრად მაღალი დონის შეგრძნებებითა და უახლესი ტექნოლოგიით, Sorento არის ოთხბორბლიანი მტკიცებულება იმისა, რომ Kia-მ კარგად იმუშავა. მართვის დროს ის გლუვი და დახვეწილია. ასევე, მან ცალკე დაამატა ჰიბრიდული ვერსიებიც, რომლებიც ამ ტიპის მანქანების მოყვარულებისთვის მშვენიერი ალტერნატივაა.
Nissan X-Trail
როგორც Skoda და Kia, Nissan-იც 7 ადგილსა და პრემიუმ დიზაინს სთავაზობს თავის მომხმარებელს. მას ასევე გააჩნია უსაფრთხოების დამხმარე საშუალებები და 12.3-დუიმიანი საინფორმაციო-გასართობი ეკრანი. მის სტანდარტულ მახასიათებლებს ემატება Nissan-ის E-power ჰიბრიდული ძრავა, რომელიც სიგლუვესა და შესრულების დიაპაზონს განაპირობებს, რაც ეხმარება მძღოლსა და მგზავრებს, იარონ ყოველგვარი დაძაბულობისა და შფოთვის გარეშე.