in

Škoda Kodiaq SUV-ის მეორე თაობის მსოფლიო პრემიერა

Škoda Auto Kodiaq-ის მეორე თაობას წარმოგიდგენთ. ის მდგრადობისა და ეფექტურობის კუთხით ახალ დონეს აღწევს და ინტერიერის მხრივაც განახლებულია. სრულიად ახალი Kodiaq აღჭურვილია 13-დუიმიანი საინფორმაციო-გასართობი დისპლეით, Škoda-ს ინოვაციური  სმარტციფერბლატით, ჰაპტიკური კონტროლითა და დიაპაზონის ახალი სტრუქტურით, რომელშიც შესაძლებელია დიზაინის არჩევა.

ახალი მოდელი ძრავების სხვადასხვა კომპლექტაციით გამოვა და მათ შორის იქნება ჰიბრიდული ვარიანტიც – 100 კილომეტრზე მეტი ელექტრული დიაპაზონით. ამის გარდა, მომხმარებელი სურვილისამებრ აირჩევს ან დიზელის ან ბენზინის ძრავებს. ახალი კოდიაქის ყველა მოდელი ავტომატური გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი. ასევე, მანქანას ექნება LED Matrix ფარების უახლესი თაობა და შასის დინამიკური კონტროლის სისტემა. 

ინტერიერი რეციკლირებული ტექსტილით გამოირჩევა. ტყავი, რომელიც გამოყენებულია სალონში, ბრენდის მკაფიო ყურადღებას ასახავს მდგრადობის შესახებ. გარდა ახალი დიაპაზონის სტრუქტურისა, სპეციფიკური დიზაინის შერჩევით და არჩევითი პაკეტებით, Kodiaq ასევე აღჭურვილია ახალი ინტერიერის კონცეფციით. საინფორმაციო გასართობი ეკრანი ახლა განცალკევებულად დგას, ეკრანის დიაგონალით 13 ინჩამდე. სელექტორის ბერკეტი ახლა დამონტაჟებულია საჭის სვეტზე, რაც ცენტრალურ კონსოლს ძალიან მოწესრიგებულ იერს აძლევს. ახალი Škoda Smart Dials-ის მეშვეობით, მანქანა აღჭურვილია 32-მილიმეტრიანი ციფრული დისპლეით, რაც უზრუნველყოფს ინტუიციურ, მარტივ და კონფიგურირებად წვდომას მანქანისა და საინფორმაციო-გასართობ ფუნქციებზე. ახალი Phone Box საშუალებას იძლევა, დაიმუხტოს ერთდროულად ორი სმარტფონი. მას, ასევე, აქვს შესაძლებლობა, გააგრილოს მოწყობილობა დატენის პროცესში.

დღემდე სულ 841,900 Kodiaq არის წარმოებული და მას მომხმარებლები 60 ქვეყნის ბაზარზე ჰყავს. სერიულმა მოდელმა 2016 წლიდან დღემდე 40-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

მეტროპოლ ქავთარაძე – სახლი, რომელიც ჩაიფიქრე

Google-მა Gboard-ის ქუდი შექმნა — პორტატიული კლავიატურის ალტერნატივა