მართალია, ახალი, 2024 წლის Skoda Kodiaq ჯერ არ გამოსულა, მაგრამ ბრენდმა მაინც გამოაქვეყნა მისი ინტერიერის პირველი ფოტოები, რაც მანქანის დათვალიერების ექსკლუზიურ შესაძლებლობას წინასწარ გვაძლევს. საოჯახო ტიპის SUV-ის ოფიციალურ გამოსვლას ბაზარზე ამ წლის ოქტომბერში ელოდებიან.
ახალი თაობის Kodiaq აღჭურვილი იქნება ბრენდისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ხელწერით, თუმცა დამატებული ექნება რამდენიმე განახლება, როგორებიცაა: კლიმატ კონტროლის სისტემა, მდგრადი მასალები და სხვა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ Skoda-მ გააერთიანა სიმარტივე და ფუნქციონალობა, ამას დაუმატა მოდერნისტული დიზაინი ინტერიერის კუთხით და არ დაივიწყა თანამედროვე ელექტრო ტექნოლოგიებიც.
მომავალი Kodiaq-ის ინტერიერის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს 13-დუიმიანი სენსორული ეკრანი, რომელიც ჰგავს პლანშეტს და არაფერზე არაა დამაგრებული. მის ქვემოთ განლაგებულია რამდენიმე ღილაკი, რომლებიც შკოდას „ჭკვიანი გადაწყვეტების” სერიიდან არის და რომლებიც აგრეთვე განთავსებულია ახალი თაობის Skoda Superb-ში.
მანქანის სალონში გათვალისწინებულია ისეთი კომფორტული აღჭურვილობები, როგორებიცაა: გათბობა-გაგრილების პერსონალური სისტემა მძღოლისთვის და წინ მჯდომი მგზავრისთვის, მძღოლის რეჟიმი და ტემპერატურის რეგულირება. მძღოლი საჭეზევე იპოვის დამტენ ბალიშს, რომლითაც ორი სმარტფონის დატენაა შესაძლებელი. აქვე არის გადაცემათა კოლოფის მარეგულირებელი ღილაკები.
დიზაინერებს არ გამორჩენიათ მძღოლის კარიც, რომელშიც რამდენიმე საჭირო ნივთია განლაგებული. ესენია ქოლგა და ყინულის საფხეკი. აღსანიშნავია ისიც, რომ მანქანის სალონი მხოლოდ ერთნაირი არ იქნება და მომხმარებელს შეძენისას არჩევანის გაკეთება შეუძლია თავისი გემოვნებით. ამისთვის წარმოდგენილია დიზაინის შემდეგი ვარიანტები: ლოფტი, ლაუნჯი და ეკოტყავი, რომელიც ორ ფერში – შავსა და კონიაკისფერშია გადაწყვეტილი. სალონში გამოყენებული ტექსტილი 100%-ით გადამუშავებული პოლიესტერისგან არის დამზადებული. ტყავის სალონის შემთხვევაში კი ეკოპროდუქტია გამოყენებული.
იმის მიუხედავად, რომ პირველი Kodiaq 2016 წელს გამოვიდა, ის დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო საოჯახო ავტომობილად. 7-ადგილიანი სივრცისა და ძლიერი შესრულების გამო, მოდელის პოპულარობა ისევ მოწოდების სიმაღლეზეა მომხმარებელში.
ეს განახლებები, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებსა და მოდერნიზებულ სტილს მოიცავს, Kodiaq-ს საკმაოდ კონკურენტულ მანქანად აქცევს თავის კლასში. დიდი SUV-ების ამ კლასში ახლა დომინირებენ Kia Sorento და Hyundai Santa Fe, რომლებიც უკვე გამოსულია.
როგორც Skoda აანონსებს, ახალი Kodiaq-ის გამოსვლას 2023 წლის ოქტომბერში უნდა ველოდოთ. მის პარალელურად, ბრენდი დღის სინათლისთვის ამზადებს ახალი თაობის Superb-საც, რომელიც ნოემბერში უნდა გამოვიდეს. ორივე მოდელი წარმოების ერთი ხაზიდან არის. ისინი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქალაქ კვასინში აეწყო.