in

Škoda Octavia-ს წარმატების 25 წელი

1998 წლის 3 მარტს ჟენევის საერთაშორისო საავტომობილო შოუზე Škoda-მ ფარდა მოხსნა პირველ Octavia-ს. მომავალი ბესტსელერის სერიული წარმოება იმავე წელს დაიწყო თანამედროვე საწარმოო ქარხანაში. ბოლო 25 წლის განმავლობაში ლეგენდარული მოდელი თავის კატეგორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტომობილია ბევრ ქვეყანაში. მისი მთავარი უპირატესობები არის: პრაქტიკულობა, ფასისა და შესრულების თანაფარდობა, მრავალფეროვანი სისტემა და უსაფრთხოების მაღალი დონე.

კონცეფცია, წყობა, დიაპაზონი და სხვა დადებითი მხარეები, რომლებიც Octavia estate-ს საფუძვლად უდევს, Škoda 127-წლიანი ისტორიიდან მოდის. პრაქტიკულობა და კომფორტული აღჭურვილობა ყოველთვის იყო ბრენდის მთავარი მიზანი, თუმცა მსუბუქი კომერციული მანქანების აქტიურად წარმოების კონცეფცია მან ოფიციალურად 1960-იანი წლებიდან შეიმუშავა. სწორედ მას დაეყრდნო შემდგომში Octavia-ს მოდელიც.

1992 წელს ბრენდის ისტორიაში ახალი თავი გამოჩნდა, რაც Volkswagen ჯგუფთან ჩეხეთის მანქანის მწარმოებლის ინტეგრაციას გულისხმობდა. Škoda Octavia-ს წარმოება თავდაპირველად 1996 წლის სექტემბერში Mladá Boleslav ქარხნის სრულიად ახალ ასამბლეის დარბაზში დაიწყო, რომელიც მაშინ ყველაზე თანამედროვედ ითვლებოდა ევროპაში. 1997 წლისთვის დაახლოებით 200 Octavia იყო მზად, თუმცა მომხმარებლამდე ჯერ არ იყო მიტანილი. მოდელს პირველი მყიდველები შოუში მონაწილეობის შემდეგ, 1998 წლის მაისში გამოუჩნდა. ის შედგებოდა ოთხნახევარი მეტრის ვაგონისგან, ელეგანტური დიზაინისა და ფართო საბარგულისგან. აღსანიშნავია, რომ 1999 წელს მანქანამ ჩეხეთის ეროვნული დიზაინის ჯილდო მიიღო.

2019 წლიდან Škoda-მ მეოთხე თაობისა და ელექტრო Octavia Estate-ის პირველი სერია გამოუშვა, რითაც ავტომობილი ახალ სიმაღლეზე გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, Škoda Museum 17 მარტის ჩათვლით გამოფენას უმასპინძლებს.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ რთულ სიტუაციებს?

MIT-ის X-AR სათვალით „დამალულ“ ნივთებს დაინახავთ