გერმანული გამოცემის auto motor und sport-ის მკითხველთა შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, Škoda-ს ორი მოდელი ტოპ მანქანებში მოხვდა. Fabia დასახელდა როგორც საუკეთესო ავტომობილი „პატარა მანქანების” კატეგორიაში, ხოლო Octavia-მ არავის დაუთმო ყველაზე კომპაქტური მანქანის ტიტული. ეს უკვე მე-11 შემთხვევაა, როცა ჩეხი ავტომწარმოებლის ბესტსელერები მკითხველთა რჩეულთა შორის აღმოჩნდნენ. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოკითხვაში 100 000 მკითხველი მონაწილეობდა. მათ არჩევანი 422 მოდელსა და 13 კატეგორიას შორის უნდა გაეკეთებინათ.
ამ ამბავთან დაკავშირებით თავისი კმაყოფილება და მადლიერება Škoda Auto-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კლაუს ზელმერმაც გამოთქვა. მან ბრენდის ყველა თანამშრომელს მიულოცა ეს წარმატება და აღნიშნა, რომ მსგავს პრესტიჟულ გამოკითხვაში ორი მოდელით ტოპ პოზიციაზე მოხვედრა მისთვის და მთელი Škoda-სთვის დიდი წარმატებაა.
Škoda Octavia-ს ამ კატეგორიაში 29 კონკურენტი ეჯიბრებოდა. საერთო ჯამში, მან მკითხველთა 13.6%-ის ხმები მიიღო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ეს მისი მე-11 გამარჯვებაა. მეოთხე თაობის Octavia დამახასიათებელი დიზაინით, ფართო ინტერიერითა და უსაფრთხოების მაღალი დონით გამოირჩევა.
რაც შეეხება Fabia-ს, ის ამ გამოკითხვაში მეორედ იკავებს ტოპ ადგილს. როგორც თავად ბრენდის პუბლიკაციები წერენ, ეს ტიტული მოდელმა მიმზიდველი მახასიათებლების სრული პაკეტით მოიპოვა, რომელიც დინამიკურ დიზაინთან და მაღალი ხარისხის ელექტროგადამცემებთან არის კომბინირებული. ამ კატეგორიაში მანქანას 19 კონკურენტი ჰყავდა და ხმათა 16.9% მიიღო.