Skoda ძალიან კარგად იცნობს თავისი მოდელის, Octavia-ს მომხმარებლებს. თუ დიდი ღირებულების, დაბალი ოპერაციული ხარჯების, პრაქტიკულობისა და კომფორტული მგზავრობის სურვილი გაქვთ, მაშინ ჩეხ მწარმოებელს ყველა ეს მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია.
Octavia-ს საოჯახო ტიპის ჰეტჩბეკების კლასში თავი ამაყად უჭირავს. მისმა ყველა თაობამ მკაფიოდ შეინარჩუნა მთავარი აქცენტები და მიზანი, რომ შეექმნა ერთგული კლიენტების ბაზა, თავისი დადებითი თვისებების წყალობით. მისი მომხმარებლები და ასევე სხვადასხვა ავტოექსპერტი თუ გამოცემა ერთხმად ასახელებენ მას ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ მოდელად.
უახლეს მოდელს აქვს ტრადიციული მახასიათებლები, თუმცა ამჯერად მისი საინფორმაციო-გასართობი სისტემა უფრო დახვეწილია, სალონის ხარისხი კი ბევრად მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ადრე. წინა მოდელთან შედარებით ის უფრო დიდი და ფართეც არის.
Skoda Octavia Volkswagen Golf-თან იზიარებს მექანიკურ საყრდენებს, ძრავებსა და საბორტო ტექნიკის ელემენტებს. ასევე არის SEAT Leon-ის კონკურენტი Volkswagen Group-ის ოჯახში. Skoda გთავაზობთ სამ ბენზინის ძრავას Octavia-სთვის: 1.0-ლიტრიანი TSI ერთეული 109 ცხენის ძალით, 1.5 TSI უფრო მძლავრი 148 ცხენის ძალით და 2.0 TSI 242 ცხენის ძალით. დიზელის სიმძლავრე მოდის 2.0 ლიტრიანი TDI ერთეულიდან, რომელიც უზრუნველყოფს 148 ცხენის ძალას ან 197 ცხენის ძალას. ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი სტანდარტულია, თუმცა არსებობს DSG ავტომატური ტრანსმისიის ვარიანტიც.
Octavia არის პირველი Skoda, რომელსაც აქვს რბილი ჰიბრიდული ტექნოლოგია. 1.0-ლიტრიანი და 1.5-ლიტრიანი TSI ძრავები შეიძლება ელექტრიფიცირებული იყოს 48 ვოლტიანი ღვედით ამოძრავებული ძრავით და 48-ვოლტიანი ლითიუმ-იონური ბატარეით ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.