in

Škoda უსაფრთხო გზების შექმნას სათამაშოებით აპირებს

მოგვიწევს აღიარება, რომ პანდემიის შემდგომ მსოფლიოში ველოსიპედით მოსიარულეთა რიცხვი გაიზარდა, თუმცა საფრანგეთში განსაკუთრებით. ყოველდღიური გადაადგილებისა და განტვირთვის განუყოფელ ნაწილად იქცა — 2017 წლის შემდეგ 17 მილიონი ველოსიპედიც კი გაიყიდა! ჯანსაღი ცხოვრების კუთხით თუ ვიფიქრებთ, ეს შესანიშნავი ამბავია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას წარმოადგენს. მართალია, ბევრი ველობილიკიც გაჩნდა და ინფრასტრუქტურასაც ასე თუ ისე არგებენ ველოსიპედის მოყვარულებს, მაგრამ პრობლემა ამით მაინც არ გვარდება… 

BOG

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Škoda-მ გზის გაზიარების საკითხის წინ წამოწევა. ფიქრობენ, რომ თუ ადამიანებს ბავშვობიდანვე ჩამოუყალიბებენ ველოსიპედისა თუ მოტოციკლის მფლობელებთან ერთად მოძრაობის კულტურას, ეს მათთვის ჩვეული ამბავი გახდება და მომავალში აღარც უსაფრთხოების პრობლემა იარსებებს. ხოლო, რადგან Škoda, როგორც ბრენდი, ოჯახზე ორიენტირებულია, კამპანია ბავშვების სწავლებით დაიწყო. 

გადაწყვიტეს, საკმაოდ პოპულარული სათამაშო ხალიჩისთვის (მატისთვის) შემეცნებითი ფუნქცია შეეთავსებინათ, ამიტომ, მასზე გზები დახატეს — Roads for all სათამაშო ყუთია, რომელიც French Cycling Federation-თან ერთად განავითარეს, მოიცავს მატს, სათამაშო მანქანას, ველოსიპედს და ბროშურას ოჯახისთვის, რათა გზებზე გადაადგილების კარგი თუ უსაფრთხო ქმედებების შესახებ მოუყვნენ მათ:

Škoda-ს კამპანიაზე Track DDB-მ იმუშავა.

Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოში 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

Samsung-ის უახლესი, ფლაგმანური კეცვადი სმარტფონები უკვე ალტაშია