in

განახლებული Škoda Scala-სა და Kamiq-ის პირველი ფოტოები პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე

Škoda Auto-მ კომპაქტური მოდელის, Scala-ს და ქალაქური SUV-ის, Kamiq-ის განახლებული ვერსიების პირველი სკეტჩები გამოაქვეყნა. ორივე მოდელს პროგრესული დიზაინი და ისეთი ტექნოლოგიური მახასიათებლები აქვს, რომლებიც მაღალი კლასის, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს. ახალი Scala და Kamiq დღის სინათლეს 1-ელ აგვისტოს იხილავს. მათი ოფიციალური პრემიერა ამ დღესაა დაგეგმილი.

პირველი წარმოების დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ Škoda Scala-სა და Škoda Kamiq-ისთვის ეს პირველი განახლებაა. ძირითადი მსგავსება ამ განახლებაში, რაც ორივე მოდელში შეინიშნება, არის ტექნოლოგიური განახლებები და ექსტერიერის დიზაინის ცვლილებები. Scala დინამიკური მიმზიდველობით გამოირჩევა, ხოლო Kamiq-ს უფრო უხეში დიზაინი აქვს. ორივე მათგანი სპორტული ფარებით, ცხაურით და მსგავსი წინა ნაწილებით გამოირჩევა. ახალი შენადნობის დისკები და წარწერები უკანა კარზე მანქანებს ელეგანტურ იერს აძლევს.

Scala-ს თხელი ფარები მანქანის დინამიკურ მიმზიდველობას უსვამს ხაზს. კორპუსის ფერს კრისტალური ელემენტები აკრავს. ახლებური დიზაინითაა აღჭურვილი მანქანის უკანა განათებაც.

რაც შეეხება განახლებულ Kamiq-ს, მას ახლა უფრო მეტად წარმოსადეგი ვიზუალი აქვს. შეთხელებულია მისი ფარების ზედა ელემენტი და უფრო მკვეთრად გამოხატული დიზაინი აქვს. მოდელი ასევე აღჭურვილია ორმაგი ფარებით, რომლებიც U-ს ფორმას ქმნის ქვედა ნაწილში. სწორად გადანაწილებული ფერები ხაზს უსვამს ავტომობილის სიგანეს, მანქანას ავსებს მტკიცე, ვერცხლის დიფუზორი, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის ქვედა დაცვას. უკანა დიფუზორი შედგება ფართო ზედა ნაწილისაგან. უკანა განათება კი L- ფორმას ქმნის. ეს ეფექტი სპეციალური რეფლექტორების მეშვეობით მიიღწევა, რომლებსაც განათება უკავშირდება.

როგორ იქცა Burger King-ის რესტორანი ბარბის სახლად?

ფესტივალი „კომორები” – მრავალფეროვნებით დატვირთული 3 დღე ანაკლიაში!