in

1950 წლის ორიგინალი Škoda Sport ტრასას უბრუნდება

მოდელი 2023 Le Mans Classic-ში მონაწილეობს

1950 წელს Le Mans-ის ცნობილ 24-საათიან რბოლაში Škoda Sport-მა მიიღო მონაწილეობა. ის აწყობილი იყო Tudor-ის პლატფორმაზე. წელს საგულდაგულოდ აღდგენილი ორიგინალური მოდელი Le Mans Classic 2023-ზე ბრუნდება. მისი სახელია Pancake, რაც დაბალი, ალუმინის კორპუსით არის შთაგონებული. მანქანა იმ ორიგინალი ნომრით გამოვა, რაც პირველად გამოიყენა – 44.

1050 წელს Pancake-მა შთამბეჭდავი შესრულება აჩვენა საზოგადოებას ქალაქ ბრნოში გამართულ რბოლაზე. ეს იყო ორადგილიანი, ოთხცილინდრიანი 1089 სმ3 ძრავით აღჭურვილი ავტომობილი, რომელიც 42 ცხენის ძალას ფლობდა. ამ რბოლაში მონაწილეობის მიღება ბრენდმა მაშინ Škoda-ს პოზიციის გასაძლიერებლად გადაწყვიტა საფრანგეთისა და ბენილუქსის ბაზრებზე, სადაც Tudor უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ამ რბოლისთვის Pancake მომზადებული იყო. ღამის ტრასებისთვის დამატებითი ფარები ჰქონდა დამატებული, წინა ცხაურში ჩართული იყო ღიობები, რათა მანქანის ბარაბნის სამუხრუჭე გაგრილება უზრუნველეყო. 2150 მმ-მდე ჰქონდა გაზრდილი ბორბლის ზომა, რაც მის სტაბილურობას განაპირობებდა. ამ ყველაფერს ემატებოდა ავტომობილის სიმსუბუქე, მისი წონა, ხელსაწყოებითა და სათადარიგო ნაწილებით 700 კგ-ს არ აღემატებოდა.

წელს Škoda Sport Le Mans Classic-ში მონაწილეობს, რომელიც პირველად 2002 წლის ზაფხულში გაიმართა. ის თავისი ორიგინალური დიზაინის ერთგული რჩება – ეყრდნობა ორიგინალური ბერკეტის ამორტიზატორებსა და ოთხცილინდრიან ძრავას. ამ რბოლაზე დასაშვებია მხოლოდ ის მოდელები, რომლებიც მონაწილეობდნენ ორიგინალურ 24-საათიან რბოლაში. ეს ღონისძიება მოიცავს რბოლების სერიას, რომელშიც წარმოდგენილია მოდელები 1923 წლიდან 1981 წლამდე, დაყოფილია ექვს ძირითად და რამდენიმე სპეციალურ კატეგორიად. თითოეულ კატეგორიას ეთმობა 2 საათი და 9 წუთი, დაყოფილია სამ 43-წუთიან რბოლად. ყოველი რბოლის შუა გზაზე არის პიტ-სტოპი, სადაც შეიცვლება მძღოლი.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა ელის, რადგან აქ მონაწილეობს 800-ზე მეტი ისტორიული მანქანა, რომელთაგან ზოგიერთი კოლექციების წარმომადგენელიცაა. ამ ყველაფერს უფრო საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ Le Mans Classic წელს 24-საათიანი რბოლის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ონლაინ შოპინგი საუკეთესო გამოცდილებაა, როდესაც სწორი გადამზიდი გყავს შერჩეული

Salesforce-ის სრული შესაძლებლობები პირველად გამოსცადეს საქართველოში