Škoda Auto-მ თავისი ფლაგმანური მოდელის, Superb-ისა და თავისივე საუკეთესო SUV-ის, Kodiaq-ის მემკვიდრეების პირველი მიმოხილვა წარმოადგინა. ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც ჰქვია Let’s Explore, ავტომობილების ჩეხმა მწარმოებელმა ახალი თაობის მანქანების პირველი ოფიციალური სილუეტური სურათები გამოაქვეყნა. Superb და Kodiaq ბრენდისთვის წლის საუკეთესო მოდელებია, რაც ცალკეული პრემიერებით აღინიშნება სხვადასხვა დროს. ეს ორივე მანქანა შემოგვთავაზებს თანამედროვე, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ეფექტურ ძრავებს და მსუბუქ ჰიბრიდულ ვარიანტებს. როგორც ცნობილი ხდება, ამ ორი მოდელის ახალ თაობებს ამა წლის შემოდგომაზე ვიხილავთ.
თავად ბრენდის წარმომადგენლობის განცხადებით, Superb გააგრძელებს სტანდარტების დაწესებას კომფორტისა და სივრცის თვალსაზრისით მეოთხე თაობაში, Kodiaq კი უსაფრთხოებას, ტექნოლოგიასა და მრავალფეროვნებას შემდეგ დონეზე აიყვანს.
როგორც პირველ გავრცელებულ მონახაზებში იკვეთება, გარდა ახალი ექსტერიერისა, თითოეულ მოდელს გააჩნია ახალი ფუნქციები, გაუმჯობესებული ტექნოლოგია და მთლიანად განახლებული ინტერიერი. მეოთხე თაობის Superb კვლავ ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჰეტჩბეკის, ასევე უაღრესად ფართო და კომბინირებული კომპლექსის სახით.ფლაგმანური მოდელის ახალი თაობა დამზადდება Volkswagen Group-ის ქარხანაში ბრატისლავაში.
Superb და Kodiaq ბრენდის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელებია. სახელწოდება “Superb” 1930-იან წლებში Škoda-ს ძვირადღირებული ავტომობილების აღსანიშნად გამოიყენებოდა. 2001-2008 წლებში თითქმის 137,000 პირველი თანამედროვე თაობის Superb გაიყიდა. ეს იყო პირველი Škoda მოდელი, რომელმაც შემოიტანა მაღალტექნოლოგიური ფუნქციები, როგორიცაა ბიქსენონის ფარები, ავტომატური Tiptronic ტრანსმისია და Coming Home ფუნქცია. პირველი თაობის Superb-მა თავიდანვე შეაგროვა მრავალი პრესტიჟული ჯილდო.
Kodiaq, რომელიც 2016 წელს გამოვიდა, თავიდანვე წარმატებულ SUV-ად იქცა. ის ხელმისაწვდომია შვიდი ადგილით და ამ მოდელით ბრენდმა საზოგადოებას SUV სეგმენტის დიზაინის ახალი ენა გააცნო. 40-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო აშკარა დასტურია იმისა, რომ ბრენდის ეს მოდელი გამორჩეულია. შესაბამისად, მის ახალ თაობას ავტომოყვარულები განსაკუთრებით ელიან.