2 ნოემბერს Škoda Auto-მ მეოთხე თაობის Škoda Superb-ის მსოფლიო პრემიერა გამართა. პრეზენტაცია ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა, კლაუს ზელმერმა საბჭოს წევრებთან და Škoda Design-ის ხელმძღვანელთან, ოლივერ სტეფანისთან ერთად ჩაატარა.
ახალი მოდელი თანამედროვე, დახვეწილი დიზაინითაა წარმოდგენილი, ხოლო უახლესი ტექნოლოგიებისა და მძღოლის დამხმარე მოწინავე სისტემების მეშვეობით, მანქანა „ჯადოსნურ” გამოცდილებას იძლევა. არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახთან ერთად ოჯახთან ერთად მოგზაურობთ, მეგობრებთან ერთად თუ სამსახურში მიდიხართ, Škoda Superb დასამახსოვრებელ მგზავრობას გპირდებათ.
გლუვი და თანამედროვე დიზაინი
19-დუიმიანი დისკების, ვიწრო ფარებისა და მკვეთრი კონტურების კომბინაცია მანქანას თანამედროვე და დინამიკურ დიზაინს ანიჭებს, რომელიც ადვილად შესამჩნევია. ახალ მოდელში შეინიშნება როგორც კლასიკური Škoda-ს, ისე ბოჰემური სტილის შტრიხები.
შესამჩნევი ცვლილებები მოხდა მოდელის პროპორციებში, რადგან ის ახლა 15 მმ-ით ვიწრო და 43 მმ-ით უფრო გრძელია. ასევე 12მმ-ით მაღალი, ვიდრე მისი წინამორბედი.
საგრძნობლად გლუვია მანქანის კორპუსიც, ვინაიდან ჰეტჩბეკის წევის კოეფიციენტი 10 პროცენტით შემცირდა წინა თაობასთან შედარებით. გაზრდილია საბარგულის ტევადობაც – ახალ Superb-ში 20 ლიტრით მეტი ბარგი ეტევა.
შთამბეჭდავი არჩევანია მანქანის ფერებშიც. ის წარმოდგენილია რვა ფერში: Purity White, Ice Tea Yellow, Cobalt Blue, Ebony Black, Carmine Red, and Pebble Silver.
რაღა თქმა უნდა, ცვლილებები განიცადა ინტერიერმაც. ახალი თაობის მოდელში ფუნქციების უმეტესი ნაწილი სენსორულია. მიუხედავად იმისა, რომ წინა მოდელების რამდენიმე ღილაკი შემორჩენილია, ფუნქციებზე წვდომისთვის მომხმარებელი ყველაზე ხშირად ეკრანებს გამოიყენებს. აქვე იქნება სავარძლების გათბობისა და ვენტილაციის, ასევე შიდა ტემპერატურის დასარეგულირებელი ღილაკები. შუა ეკრანი უზრუნველყოფს წვდომას ხმაზე, მართვის რეჟიმებზე, ჭკვიან კონდიციონერზე, ვენტილატორის სიჩქარეზე და ჰაერის მიმართულებაზე. ცენტრალური სმარტ ციფერბლატი კი მოპირკეთებულია ჩვეულებრივი ღილაკებით საქარე მინის ვენტილაციის, უკანა ფანჯრის გათბობის, ჰაერის რეცირკულაციისა და ავტომატური კონდიცირების ფუნქციებისთვის.
ძრავა
ახალი თაობის Superb ძრავის სხვადასხვა ვარიანტს გთავაზობთ. იგი წარმოდგენილია 1.5-ლიტრიანი ბენზინის ბლოკით, რომელსაც რბილი ჰიბრიდული კონფიგურაცია აქვს და 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ვარიანტი წინა წამყვანი თვლებით იქნება ხელმისაწვდომი.
მეორე ძრავა 2.0-ლიტრიანია და ძალის რაოდენობით ორ ვერსიად იყოფა: 204 და 265 ცხენის ძალებად.
რაც შეეხება დიზელზე მომუშავე მოდელებს, აქ მხოლოდ 2.0 ლიტრიანი, 150 და 193 ცხენის ძალის მქონე Superb-ია ხელმისაწვდომი. ორივე ვარიანტში მანქანას შვიდსიჩქარიანი, ორმაგი გადაბმულობის ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. რადგან გადაცემათა კოლოფი ვახსენეთ, იმასაც გეტყვით, რომ ბერკეტი გადატანილია საჭის სვეტზე, რათა ადგილი გაეთავისუფლებინა სავარძლებს შორის.
იმის მიუხედავად, რომ პრემიერიდან სულ რამდენიმე დღეა გასული, ახალი თაობის მოდელს ავტომოყვარულებმა უკვე მიუძღვნეს თავისი შეფასებები და მოიხსენიეს, როგორც ევოლუციური მანქანა, რომელმაც კი შეინარჩუნა შკოდასთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, მაგრამ მაინც ყველასგან გამორჩეულია.