in

Skoda Supermini-ს პირველი დიზაინი

ელექტრომობილი 2025 წელს გამოვა

დადასტურდა, რომ Skoda-ს ახალ, მთლიანად ელექტრო სუპერმინიზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მოდელი Volkswagen-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე გამოჩნდა, რომლებიც მან თავისი Cupra-ს ვერსიისა და ID მოდელის თიზერად გაავრცელა. 

ავტოექსპერტების მოლოდინით, მანქანას ექნება შკოდასთვის დამახასიათებელი მტკიცედ თანამედროვე დიზაინი და აუცილებლად ასახული იქნება მანქანაზე მისი მშობელი ბრენდის, Volkswagen-ის ტექნოლოგია. 

თიზერის ფოტო, რომელიც გავრცელდა, ჯერჯერობით დეტალებზე ბევრს ვერაფერს გვეუბნება, თუმცა პროპორციებს თუ დავაკვირდებით, ეს იქნება Fabia-ს ზომის სუპერმინი. ის სავარაუდოდ გამოიყენებს ახალ MEB Entry პლატფორმას და კონკურენციას გაუწევს მომავალ Volkswagen ID.1-ს.

ასე, შორიდან, დიზაინზე ის შეიძლება ითქვას, რომ ის არ იქნება ძალიან გადატვირთული. ბევრად მარტივი ჩანს, ვიდრე მაგალითად, Cupra და უფრო კუთხოვანი, ვიდრე მომრგვალებული ID მოდელი. მანქანაზე არ არის დიდი გადახურვა წინა და უკანა მხარეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ Skoda გეგმავს გამოიყენოს ამ ახალი პლატფორმის ყოველი ინჩი, რათა დაეხმაროს ბატარეის განთავსებას და მაქსიმალურად გაზარდოს მგზავრთა სივრცე.

ვინაიდან ჯერჯერობით დეტალები არაა ცნობილი, რთულია თქმა, როგორი სიმძლავრის ბატარეა ექნება მანქანას და ა.შ., თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ Supermini მცირე ზომისაა, ვარაუდობენ, რომ ის ერთი დატენვით დაახლოებით 450 კილომეტრს დაფარავს.

LEGO-ს კამპანია ამტკიცებს, რომ თამაში ყველგან შეიძლება

რატომ არის იდეების მასშტაბირება ასეთი რთული?