გზაზე მოძრაობისას, უსაფრთხოების წესები ყველამ უნდა დავიცვათ, არ აქვს მნიშვნელობა ველოსიპედით ვართ, სკუტერით, მანქანით თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებით – საჭესთან უნდა ვიყოთ ყურადღებით, არ ვისაუბროთ ტელეფონზე და რა თქმა უნდა, არანაირი სიჩქარის გადაჭარბება. ზუსტად ამ თემას ეხება Skoda-ს ახალ კამპანიაც:
„ჩვენი [ავტომობილების] მართვის სისტემები ყოველთვის ყურადღებითაა, თქვენც ასე მოიქეცით და იყავით უსაფრთხოდ“, – ეს არის ბრენდის მთავარი გზავნილი.
ახლა კი ვნახოთ თავად კამპანია, ორი ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენებია, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ საჭესთან უსაფრთხოების წესებს არ დავიცავთ.