in

ŠKODA-მ VISION 7S-ის ექსტერიერის პირველი სკეტჩი გამოაქვეყნა

VISION 7S – ŠKODA AUTO-ს ახალი კონცეპტუალური მანქანის პირველი სკეტჩი უკვე გამოქვეყნდა. როგორც ვნახეთ, მასში ბრენდის ახალი დიზაინის ენის ელემენტებია გამოყენებული. ესკიზებზე ნაჩვენებია მძლავრი მაღალი გამავლობის ავტომობილი, რომელსაც აქვს თვალწარმტაცი წინა ნაწილი T- ფორმის ფარებით.

ავტომობილს აქვს ფართო და ბრტყელი ცხაური, რომელიც მუქი და დახურულია. წინა ფარები მანქანის კიდეებამდეა განაწილებული ორ რიგად, თითქოს ერთი მეორეზე დევს და T-ს ფორმას წააგავს.

ავტომობილს აქვს კონტურული ძრავის წინა ნაწილი, შვიდი ვერტიკალურად განლაგებული ჰაერის შესასვლელით აღჭურვილი ბამპერი, რომლის ცენტრალურ ნაწილშიც ერთი ნარინჯისფერია ჩასხმული, ქვედა საფარი კი ალუმინითაა მოპირკეთებული. დიდი, აეროდინამიკურად ოპტიმიზირებული ბორბლები ხაზს უსვამს VISION 7S-ის მძლავრ ვიზუალურ გარეგნობას. გვერდითი ხედი განისაზღვრება გამჭვირვალე ზედაპირებით და მსუბუქად დახრილი სახურავის ხაზით უკანა მხარეს.

ŠKODA-ს ახალი დიზაინის ენა ასახავს ბრენდის ნაცნობ ღირებულებებს, როგორიცაა გამძლეობა, ფუნქციონალობა და ავთენტურობა; გამოირჩევა ფართო ინტერიერით, გამძლე, მდგრადი მასალებითა და აეროდინამიკური, ეფექტური კორპუსით.

LG-ის ჭკვიან მაგიდებს ჰაერის დატენიანება და მობილურის დამუხტვა შეეძლება

„ყველგან ყოფნა“ არასწორი მარკეტინგული სტრატეგიაა