in

ŠKODA VISION GT – ახალი კონცეფციის ციფრული ნიმუში ბრენდისგან

ŠKODA თავის 1957 წლის კონცეფციას მიუბრუნდა და ŠKODA 1100 OHC-ის დიზაინის ხელახალ ინტერტპრეტაციაზე დაიწყო ფიქრი. ცოტა ხნის წინ მან წარმოადგინა რამდენიმე კომპიუტერული ანიმაცია, რომლითაც VISION GT-ს, ელექტრო სარბოლო მანქანის ახალი ხედვაა გამოსახული.

დიზაინის კონცეფცია ბრიუსელში, გამოფენა „დიზაინი და ტრანსფორმაციაზე” იქნა წარმოდგენილი, სადაც ის შეადარეს თავის წინამორბედს, მანქანას, რომელმაც შთააგონა VISION GT-ს შემქმნელები. 1957 წლის მოდელის გარდა, მათ გაითვალისწინეს ციფრული ეპოქა, სპორტულობა და ის გარემოება, რომ საჭიროა, ავტომობილმა მკაფიო ემოციები გამოიწვიოს საზოგადოებაში. ციფრული VISION GT უკავშირდება Icons Get a Makeover-ს, ŠKODA-ს სერიას, რომელშიც შედის შემდეგი მოდელები: 130 RS, FELICIA და RAPID MONTE CARLO.

ისევე, როგორც 1100 OHC, VISION GT არის წითელი, ღია სარბოლო მანქანა. შექმნილია როგორც ერთადგილიანი, სადაც მძღოლი უნდა განთავსდეს მანქანის ცენტრში. აქვს ფუტურისტული საჭე და ბრტყელი საქარე მინა. სავარძელი მოქნილადაა დაკიდებული და მძღოლისთვის საჭირო ინფორმაცია მძღოლის ჩაფხუტზევეა მოცემული.

VISION GT-ის ექსტერიერი ხასიათდება მკაფიო ხაზებით და მკვეთრი კიდეებით. დიზაინი ეხმიანება ფორმულა E-ს ამჟამინდელ სარბოლო მანქანებს, რაც განსაკუთრებით ვლინდება მის უკანა ფრთაში. აქტიური აეროდინამიკა ასევე უზრუნველყოფს მართვის ოპტიმალურ შესრულებას ნებისმიერ დროს. ŠKODA-ს ნიშანი მკვეთრად ანათებს ჰოლოგრამის სახით წინა ფრთაზე.

შეუძლია თუ არა ინფლუენსერ მარკეტინგის განვითარება რეცესიის მიუხედავად?

ორი ლიდერი ტექ კომპანიის – თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობა ცხოვრების გამარტივებისთვის