in

ŠKODA-მ ENYAQ iV-ს განახლებები დააანონსა

ŠKODA თავისი ჯილდოს მფლობელი ENYAQ iV-ისთვის განახლებების სერიას გეგმავს. 2023 წლის მოდელის პაკეტში შევა ისეთი ცვლილებები, როგორებიცაა: საინფორმაციო-გასართობი სისტემის გაუმჯობესება, ბატარეის მართვის განახლებული სისტემა და ასარჩევი პაკეტების შესწორებები.

ყველა ახალი ENYAQ iV მოდელი სარგებლობს ŠKODA-ს MEB პლატფორმის პროგრამული უზრუნველყოფის (ME3) უახლესი ვერსიით, რომელიც გთავაზობთ გაუმჯობესებებსა და განახლებებს. ეს მოიცავს მანქანის ოპერაციული პროგრამული უზრუნველყოფის სამომავლო განახლების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავს ნავიგაციის სისტემის განახლებას, დისპლეის ვიზუალურ გაუმჯობესებას, გათბობისა და ვენტილაციის, საინფორმაციო-გასართობი ეკრანების ვიზუალურ გაუმჯობესებას, რათა მომხმარებლის გამოცდილება კიდევ უფრო გამარტივდეს. დისტანციური წვდომა, რომელიც ადრე არჩევითი ფუქნცია იყო, ამ მოდელში ყველგან გათვალისწინებული იქნება, როგორც სტანდარტი.

დისტანციური წვდომა ხელმისაწვდომია ŠKODA Connect აპის მეშვეობით და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ნახოს პარკირების პოზიცია და მანქანის სტატუსი სმარტფონით. ის ასევე მოიცავს დისტანციურ დატენვას, კლიმატ კონტროლსა და გამგზავრების გეგმარებს.

პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ასევე ეხება ENYAQ iV-ის მაღალი ძაბვის ბატარეის მართვის სისტემებს. ცვლილებები კიდევ უფრო ამცირებს ელექტრულ დანაკარგებს ბატარეიდან, რათა მძღოლებმა მაქსიმალურად გაზარდონ მართვის დიაპაზონი.

ENYAQ iV ეცდება, სრულად მოერგოს მომხმარებლის მოთხოვნებს და მათ 4 პაკეტს სთავაზობს, რომელთაგან სასურველის არჩევაა შესაძლებელი. ეს პაკეტებია: Clever, Plus, Advanced და Maxx. ისინი ერთმანეთისგან სხვადასხვა სპეციფიკაციებით განსხვავდება. მაგალითად, Clever-ს აქვს უსადენო დაქოქვა-გაჩერების ფუნქცია, უსადენო დამუხტვა, სამზონიანი კლიმატ კონტროლი და სხვა. Plus პაკეტი ფარების სარეცხ სისტემას, ელექტრულ, რეგულირებად მძღოლის სავარძელს მეხსიერების ფუნქციით და Travel Assist-ს გთავაზობთ. სხვადასხვა დამატებითი ფუნქცია აქვს დანარჩენ პაკეტებსაც. 

2023MY ENYAQ iV-ის შეკვეთა უკვე შესაძლებელია.

Cardeal: „600%-იანი გაუმჯობესება გვაქვს გაყიდვებში, 500Georgia-ში მონაწილეობის შედეგად“

ყველაფერი კონტაქტებია – გაიცანით ალტე უნივერსიტეტის MBA-ის კონცეფცია და ლექტორები