in

Skoda-ს ყველა დროის 10 საუკეთესო მანქანა

ჩეხური ბრენდი, რომელიც ისტორიის დაახლოებით 120 წელს ითვლის, მსოფლიოშია განთქმული თავისი დახვეწილი ავტომობილებით, რომლებსაც ბევრი მომხმარებელი ჰყავს. დროის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მოდელები იცვლებოდა, იხვეწებოდა და თანამედროვე ტენდენციებს ერგებოდა. დღევანდელ სტატიაში მოვაგროვეთ ის 10 მანქანა, რომელზეც ავტოექსპერტები და მოყვარულები ამბობენ, რომ შკოდას საუკეთესო ნამუშევრებია.

1. Skoda Superb

პირველად 2001 წელს გამოვიდა. ის მოცულობით საკმაოდ დიდი მანქანაა, რომელიც საოჯახო ტიპის მოდელებში გადის და ძალიან მოსწონთ იმ მძღოლებს, რომლებსაც უყვარს მანქანაში დიდი სივრცე. ავტომობილმა სამი თაობა გამოიარა. ბოლო თაობის მოდელი 2015 წლიდან გამოდის და ის MQB პლატფორმაზეა დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა დიდია, ის საოცრად მსუბუქია და კუთხეებს არაჩვეულებრივად უმკლავდება.

2. Skoda Karoq

Karoq ე.წ. კროსოვერების ტიპს მიეკუთვნება. ის არის SUV, რომელიც ჩეხმა ავტომწარმოებლებმა 2017 წელს წარადგინეს. მას აქვს 4 ძრავის მასივი, უახლესი ტექნოლოგია და მაღალი ხარისხის მასალისგანაა დამზადებული. აგებულია MLB პლატფორმაზე, როგორც პორშე Macan. მისი სავარძლების დაკეცვაა შესაძლებელი, რაც მანქანაში მეტ სივრცეს უზრუნველყოფს. 

3. Skoda Octavia 2021

გასული წლის Octavia ამ მოდელის მეოთხე თაობაა. ისიც დიდი სივრცით არის გამორჩეული, აქვს მაღალი კლასის ინტერიერი და ორწახნაგიანი საჭე. მანქანა უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებს იყენებს. მაგალითად, მასში ჩამონტაჟებულია ციფრული ასისტენტი ლაურა, რომელსაც მძღოლისა და მგზავრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. მაგალითად, ლაურა მოგიძებნით სასურველ რადიოსადგურს, რომელსაც უკარნახებთ, ასევე იპოვის ახლომახლო მდებარე გასამართ სადგურს და ა.შ. მას ბევრი საჭირო ფუნქცია აქვს და ყოველთვის მზადაა დასახმარებლად.

4. Skoda Fabia

Fabia შკოდას მინიმანქანების კატეგორიაში გადის. ის 1999 წლიდან გამოდის და მას შემდეგ პოპულარობით სარგებლობს. ცხადია, წლებთან ერთად განვითარდა და ბრენდმა უფრო დახვეწილი ვერსიები გამოუშვა. მთელ ამ პერიოდში 4,5 მილიონზე მეტი გაყიდვა დაფიქსრიდა. დღესდღეობით ფაბიას მე-4 თაობა გამოდის, რომელსაც პირვანდელი კლასიკური სტილი შენარჩუნებული აქვს.

5. Skoda Superb Estate

Skoda ცნობილია თავისი პრაქტიკული მოდელებით, რომლებიდანაც გამორჩეულია Superb Estate. როგორც ავტომოყვარულნი ამბობენ, ის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული მანქანაა, რომელსაც სადმე ნახავთ. ამჟამად უკვე მე-5 თაობა გამოდის. მანქანაში თავისუფლად ეტევა 5 ადამიანი, ხოლო საბარგულში ცალკე დიდი სივრცეა თქვენი ნივთებისთვის.

6. Skoda Enyaq iV

ეს მანქანა პირველად 2020 წელს გამოვიდა დღის სინათლეზე. Enyaq iV არის VW ID.4-ის Skoda-ს ვერსია, რადგან ის იყენებს იგივე ტექნოლოგიას და ელექტროგადამცემებს. მოდელი ხელმისაწვდომია ორ ვარიანტში, შედარებით იაფი Enyaq iV 60 და უფრო ძვირიანი Enyaq iV 80. მის ბიძაშვილთან – ID.4-თან შედარებით – უფრო თანამედროვე გამოიყურება, მეტი ტვირთის ადგილი აქვს და უფრო ხელმისაწვდომია.

7. Skoda Kodiaq

როდესაც ის 2016 წელს გამოჩნდა, Kodiaq-მა მრავალი გული მოიგო თავისი ნაფიქრი დიზაინითა და კარგი შესრულებით. იგი შექმნილია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის,  არის შვიდი ადგილიანი SUV, რომელიც ამჟამად Skoda-ს ყველაზე დიდი ჯიპია. 2016 წლიდან დღემდე მცირე განახლებები კი განიცადა, მაგრამ ძირითადი მახასიათებლები შეინარჩუნა.

8. Skoda Citigo-E iV

Citigo-E iV იყო პირველი სრულად ელექტრო მანქანა ავტომწარმოებლისგან. მანქანა აღჭურვილია 61 კვტ სიმძლავრის ელექტროძრავით და მის დამუხტვას მხოლოდ 1 საათი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ Citigo E iV გააკრიტიკეს იაფი მასალების გამოყენების გამო, მისი ფასი $20,000 ნიშნავს, რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტრომობილი მსოფლიოში.

9. Skoda Yeti

Yeti-ს შექმნისას Skoda-მ დეტალები Octavia-სგან ისესხა. Skoda Yeti არის კროსოვერი SUV, რომელსაც უნიკალური დიზაინი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მას ერთგვარი ყუთისებრი ფორმა აქვს, საკმაოდ მოქნილი ავტომობილია და კარგი შესრულებით გამოირჩევა. 

10. Skoda Octavia Estate

სიის ბოლო მანქანაა Skoda Octavia Estate. ის თავისი ხელმისაწვდომობით გამოირჩევა, პირველ რიგში, რადგან ხარისხთან შედარებით საკმაოდ ბიუჯეტურია. ასევე არის ძალიან პრაქტიკული, აქვს მინიმალისტური, კარგი დიზაინი და თანამედროვე, სენსორული სისტემა. 

სკუტ სკუტი: „ძალიან გვინდა, მთელი ქვეყანა ისინი იყვნენ!“

როგორ დავამყაროთ სანდო ბიზნესურთიერთობები დისტანციურად?