„შკოდას” ელექტრომობილების მოყვარულებისთვის სასიამოვნო ამბავი აქვს. ეს არის Enyaq, ბრენდის პირველი EV-ი, რომელიც აგებულია იმავე MEB პლატფორმაზე, როგორც Volkswagen ID.4 და Audi Q4 e-tron კროსოვერი. იმის მიუხედავად, რომ ის ელექტრომანქანაა, მაინც არ უხვევს შკოდას კლასიკური პრინციპებისგან, რომლის მთავარი მიზანიცაა პრაქტიკულობა და ბიუჯეტურობა. გამომდინარე აქედან, დიზაინი, სტრუქტურაცა და ფასიც ამ პრინციპებს ეყრდნობა. ელექტრო შკოდა იქნება მოცულობითი და ბევრად ნაკლები ეღირება, ვიდრე კონკურენტების მოდელები.
ახალ მოდელს აქვს სხვადასხვა ვარიანტი: Enyaq iV 60 და 80X. აქედან პირველს დაახლოებით 58 კვტ/სთ-ის ბატარეა და 177 ცხენის ძალა აქვს, ხოლო მეორეს 77 კვტ/სთ ბატარეა, 261 ცხენის ძალით. მანქანა არ არის ძალიან სწრაფი, მაგრამ გამოირჩევა მყისიერი ბრუნვით და, რაც მთავარია, დადის რბილად, რაც ბევრი მომხმარებლისთვის არის პრიორიტეტული.
ყველა Enyaq iV არის პრაქტიკული, გამძლე და შიგნიდან ცოტათი ელეგანტური. გარდა ამისა, მას აქვს მგზავრების კომფორტისთვის შექმნილი სხვადასხვა დამატებითი ნივთი სალონში. მაგალითად, პატარა ხელის ქოლგა მანქანის კარზე და ყინულის ამოსაღები ჭურჭელი. მანქანას აქვს საკმაოდ მოხდენილი პროპორციები, მოხერხებული სივრცე სალონში და ტრადიციული შკოდას შტრიხები.