in

Skoda-მ იმ საშობაო სიმღერების სია გამოაქვეყნა, რომლებიც მანქანით მგზავრობას უხდება

ამ სადღესასწაულო სამზადისში Skoda-მაც შექმნა საშობაო განწყობა და იმ სიმღერების სია შემოგვთავაზა, რომლებსაც შობა-ახალი წლის დღეებში მანქანაში შეგვიძლია ვუსმინოთ. სია სუბიექტურად შედგენილი როდია, ბრენდმა სპეციალური გამოკითხვაც კი ჩაატარა თავის მომხმარებლებში, რათა გაერკვია, რას უსმენენ ყველაზე ხშირად წლის ამ პერიოდში.

შესაძლოა, იყო მოლოდინი, რომ მთავარი სიმღერა, რომელსაც მომხმარებელი დაასახელებდა, კრის რეას 1986 წლის ჰიტი, “Driving Home for Christmas’!” იქნებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. მომხმარებლისგან ყველაზე მეტი ხმა The Pogue’s-ის სიმღერამ მოაგროვა – “Fairytale of New York”, რომელსაც კრისტი მაკკოლი ასრულებს.

მეორე ადგილზე Wham!-ის ცნობილი ჰიტი, “Last Christmas” გავიდა, ხოლო მესამეზე Wizzard-ის “I Wish it Could be Christmas Everyday”. რა თქმა უნდა, სიაში მოხვდა ის სიმღერებიც, რომლებიც არა მარტო მძღოლების, არამედ ზოგადად, ნებისმიერისთვის ფავორიტია – მერაია ქერის შესრულებული “All I Want for Christmas is You” და “It’s Beginning to Look a lot like Christmas” პერი კომოს შესრულებით.

მთელ ამ ამბავში აღსანიშნავი ისაა, რომ Skoda-მ ეს კვლევა მოდელ Enyaq-ის ფუნქციონალზე ხაზგასასმელად დაუკვეთა. ის უკან მჯდომი მგზავრებისთვის ხმის ჩახშობას უზრუნველყოფს და იმ ადამიანებს შეუძლიათ, გამოიყენონ, რომლებსაც არ მოსწონთ მანქანაში ხმაური ან, უბრალოდ, საშობაო სიმღერები აქვთ ყელში ამოსული. ასეთი კი, სხვათა შორის, ცოტა არ არის.

მათ კი, ვინც მანქანას მართავთ და მოგწონთ, როცა სადღესასწაულო განწყობა გზაშიც მიგყვებათ, გაგიზიარებთ Skoda-ს მიერ შედგენილ სიას:

  1. ‘Fairytale of New York’ by the Pogues and Kirsty MacColl
  2. ‘Driving Home’ for Christmas by Chris Rea
  3. ‘Last Christmas’ by Wham!
  4. ‘I Wish It Could Be Christmas Everyday’ by Wizzard
  5. ‘Merry Xmas Everybody’ by Slade
  6. ‘Do They Know It’s Christmas?’ by Band Aid
  7. ‘All I Want for Christmas Is You’ by Mariah Carey
  8. ‘Step into Christmas’ by Elton John
  9. ‘Santa Claus Is Coming to Town’ by Bruce Springsteen
  10. ‘It’s the Most Wonderful Time of the Year’ by Andy Williams
  11. ‘Rockin’ Around the Christmas Tree’ by Brenda Lee
  12. ‘Stay Another Day’ by East 17
  13. ‘White Christmas’ by Bing Crosby
  14. ‘Mary’s Boy Child’ by Boney M
  15. ‘Happy Xmas (War Is Over)’ by John Lennon and Yoko Ono
  16. ‘Rockin’ Around the Christmas Tree’ by Brenda Lee
  17. ‘It’s Beginning to Look a Lot Like Christmas’ by Perry Como and the Fontane Sisters
  18. ‘Let It Snow! Let It Snow! Let It Snow!’ by Dean Martin
  19. ‘Peace on Earth/The Little Drummer Boy’ by Bing Crosby and David Bowie
  20. ‘Wonderful Christmastime’ by Paul McCartney
  21. ‘Feliz Navidad’ by José Feliciano
  22. ‘Winter Wonderland’ by Michael Bublé
  23. ‘Lonely This Christmas’ by Mud
  24. ‘Have Yourself a Merry Little Christmas’ by Frank Sinatra
  25. ‘Christmas Time (Don’t Let the Bells End)’ by The Darkness
  26. ‘Santa Claus Us Coming To Town’ by Jackson Five
  27. ‘Christmas Wrapping’ by The Waitresses
  28. ‘Santa Claus is Comin’ to Town’ by Bing Crosby and the Andrews Sisters
  29. ‘In Dulci Jubilo’ by Mike Oldfield
  30. ‘Jingle Bell Rock’ by Bobby Helms

Midjourney V6 — AI გენერატორის შესაძლებლობები გაუმჯობესდა

#სადანროგორ გავერთოთ 22-24 დეკემბერს — ღონისძიებების კალენდარი