მშობლები რომ შვილების შესაძლებლობებს ხშირად გადაჭარბებული აღფრთოვანებით აღიქვამენ, ეს ყველამ იცის, ფაქტია, რომ SKODA–მაც. ამ უკანასკნელმა თავისი ახალი მოდელის KODIAQ–ისთვის ძალიან სახალისო ვიდეორგოლი შექმნა. მგზავრობის დროს, უკანა სავარძელზე მჯდომი პატარა გოგონა, საოცარი ხმით ყვება სიმღერას. მშობლებმა სიამაყისგან აღარ იციან, რა ქნან, ბედნიერები ფანჯრებიდან გამვლელებს ამაყი თვალებით უყურებენ, თუმცა, იმათ სახეზე იმავე აღფრთოვანებას ნამდვილად ვერ ამოიკითხავთ. მშობლის ინსტინქტია თუ ავტომობილის არაჩვეულებრივი სტერეო სისტემა, ეს თავად განსაზღვრეთ, ფაქტია, რომ ავტომობილიც მიმზიდველია და ვიდეორგოლიც სახალისო.












