Škoda-ს რიგით მეცხრე სტუდენტური მანქანა მაძიებლის არქეტიპული სულისკვეთებით იქმნება და ის სრულიად ელექტრიფიცირებული იქნება. წელს ბრენდს 29 სტაჟიორი ჰყავს, რომლებიც მრავალფუნქციურ მობილურ მანქანას აწყობენ. ეს სტუდენტური მოდელი მთლიანად ელექტრო Škoda Enyaq iV SUV-ზე იქნება დაფუძნებული და თანამედროვე მაძიებლების საჭიროებებსა და მოლოდინებს იქნება მორგებული. Škoda Design გუნდის მხარდაჭერით, Škoda Student Car-ისთვის სტუდენტებმა ახლახან შეადგინეს საკუთარი დიზაინის ესკიზები.
სტუდენტური პროექტი Škoda-ს სამ უდიდეს ძლიერ მხარეს აერთიანებს: მანქანის შექმნის უნარი, პრაქტიკული მიდგომა და უზარმაზარი გუნდური სულისკვეთება.
ამ პროექტს ბრენდი 2014 წლიდან ახორციელებს. Škoda Design-ის ხელმძღვანელთან, ოლივერ სტეფანისთან და მის გუნდთან ერთად, ისინი ჯერ თავიანთი საოცნებო მანქანის ექსტერიერის და ინტერიერის ესკიზებს ქმნიან, რომელთა აწყობასაც თავადვე აგრძელებენ – საწყისი კონცეფციიდან მზა პროდუქტამდე.
დიზაინერულ ესკიზებში სტუდენტებმა უკვე განსაზღვრეს თავიანთი საოცნებო მანქანის პერსონალობა. ის ჩაფიქრებულია, როგორც ახალი თავგადასავლების აღმოჩენისა და სასიამოვნო მოგზაურობების თანამგზავრი. ის ისარგებლებს Simply Clever ფუნქციებით და უახლესი ტექნოლოგიით, ამასთან, მოიცავს მდგრადი მასალების ფართო სპექტრს. მანქანის მიზანია, ჰქონდეს მაქსიმალურად ციფრული გადაწყვეტები და თავისუფლად გადაადგილდეს სადაც და როცა უნდა. ეს მიდგომა იდეალურად ემთხვევა Škoda-ს ახალ “Explore More” კონცეფციას.