in

„შკოდავერსი” – Škoda-ს ახალი, ვირტუალური სამყარო

Škoda-ს აღმოჩენა ახლა უკვე სხვა განზომილებაში, „შკოდავერსში” შეგვიძლია. Metaverse-ში ის ახალ პროექტს ქმნის უნიკალური სამყაროთი, რათა Škoda-ს ელექტრომობილობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა მარტივი და მხიარული გახადოს – მათ შორის უახლესი Škoda Enyaq Coupé RS iV-ის ტესტირებაც. ამასთან, Škodaverse აერთიანებს საინტერესო ფუნქციებს, როგორებიცაა: Škoda-ს NFT გალერეა, გასართობი თამაშები და Škoda-ს მორგებული ავატარის საშუალებით სხვა ვიზიტორებთან ურთიერთობა.

Škoda Metaverse–ის გამოცდილება არის ვირტუალური 3D სამყარო, რომელიც დაფუძნებულია Nemesis პლატფორმაზე. შესასვლელში ვიზიტორებს შეუძლიათ საკუთარი ავატარი შეარჩიონ და ისე იმოგზაურონ Škoda-ს ვირტუალურ სამყაროში. ვიზიტორებს შეუძლიათ Enyaq Coupé RS iV-ის უახლესი მოდელის დათვალიერება, ვირტუალური ტესტ-დრაივების გავლა და Škoda-ს ელექტრომობილობის შესახებ ინფორმაციის მიღება. სივრცე ასევე გთავაზობთ გართობას ღონისძიებებისა და ციფრული კონფერენციების სახით. გარდა ამისა, მომავალში შესაძლებელი იქნება პირდაპირი ღონისძიებების ჩართვა, როგორიცაა მედიის დღეები და პროდუქტების პრეზენტაციები.

ამბავი ამით არ მთავრდება. ბრენდი აგრძელებს ქსელის განვითარებას, რადგან ის ახლა შედის მეტავერსის ეპოქაში. წარმოიდგინეთ, რომ შეძლოთ თქვენი ციფრული აქტივების ფლობა, შექმნა და მონეტიზაცია ისევე, როგორც ფიზიკურ სამყაროში არსებული აქტივების შემთხვევაში. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ჩაერთონ 3D ვირტუალურ სამყაროებში, ავატარების გამოყენებით, რომლებითაც საკუთარ თავს წარმოაჩენენ. ეს ნიშნავს კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს ციფრულ ტექნოლოგიებში. „შესაძლებლობები უსაზღვროა და ჩვენ ახლა ჯერ მხოლოდ ზედაპირზე ვართ”, – აცხადებენ კომპანიაში.

Boston Dynamics-ის რობოტი მშენებლებს ეხმარება

Wikipedia-ს მასშტაბური რედიზაინი — რა იცვლება?