27
Nov
2018

სად და როგორ შევარჩიოთ სკოლა? – ღონისძიება მშობლებისთვის

27 Nov 2018

როდის უნდა დავიწყოთ სკოლის შერჩევაზე ზრუნვა? რა კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა გავაკეთოთ არჩევანი? რა კითხვები უნდა დავსვათ იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ და ვინ არის კომპეტენტური, ამ პროცესში?

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

7-8 დეკემბერს, გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“ სკოლების პირველ გამოფენას უმასპინძლებს. პროექტის მიზანია საშუალო განათლების სფეროში ერთიანი პლატფორმის შექმნა და ინდუსტრიის ყველა მონაწილისა და პოტენციური მომხმარებლების ერთ სივრცეში შეკრება. სკოლების გარდა, გამოფენაზე მონაწილეობას უცხო ენების შემსწავლელი ცენტრები, ბავშვთა შემეცნებითი თუ სახელოვნებო წრეები, სპორტული სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები მიიღებენ. მათი გამოფენაზე მონაწილეობა ფასიანია, დაინტერესებული პირებისთვის კი, დასწრება თავისუფალია. გარდა მშობლებისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარებისა, სკოლების გამოფენა პატარა სტუმრებს კულინარიულ მასტერკლასებს, არქეოლოგიური გათხრების იმიტაციას, პლანეტარიუმს, შემეცნებით კუთხეებსა და სხვა გასართონ აქტივობებს შესთავაზებს.

ბავშვისთვის სკოლის არჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც მშობლებს უწევთ. დაახლოებით, 4-5 წლის ასაკიდან იწყება ფიქრი, რომელ სკოლაში შეიყვანონ. პროცესი კი საკმაოდ შრომატევადია. ყველა მშობელს ინდივიდუალური კრიტერიუმები აქვს, რომელიც სკოლამ უნდა დააკმაყოფილოს. ინფორმაციის მოკვლევა კი საახლობლო წრიდან იწყება, შემდეგ, „მეორე ტურში“ გადასული სკოლების მონახულება, მასწავლებლებთან, ბავშვებთან გასაუბრება, საფასო პოლიტიკისა და სასწავლო პროგრამების შედარება და ა.შ. ამ პროცესს ისიც ართულებს, რომ სკოლები ერთმანეთისგან საკმაოდ დიდი მანძილით არიან დაშორებულები, რაც საკმაოდ რთული არის მშობლებისთვის, რომლებიც მუშაობენ. რადგან ეს რამდენიმე გაცდენილ სამუშაო დღეს უდრის – მარიამ ცაიშვილი, „ექსპოჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დირექტორი. 

„ექსპოჯორჯია“, რამდენიმე წელია, უნივერსტეტების გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიებას კი, როგორც მარიამ ცაიშვილი აღნიშნავს, ყოველწლიურად, 15000-მდე დამთვალიერებელი ჰყავს. სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ დიდმა ინტერესმა გახადა აშკარა სკოლების გამოფენის არსებობის საჭიროებაც.

ჩვენ ვცდილობთ, რომ პავილიონში ერთხელ შემოსვლით, მშობელმა მისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის მიიღება შეძლოს. ისინი მოისმენენ სკოლების სასწავლო პროგრამებს, გაეცნობიან სწავლების მეთოდიკას, სურვილის შემთხვევაში, უფროსკლასელებსაც შეხვდებიან, რომლებიც სკოლისგან მიღებულ გამოცდილებას მათ თავადვე გაუზიარებენ.

ჩვენს კითხვაზე, პირველი შეკრების თარიღად დეკემბრის თვე რატომ შეირჩა, მარიამ ცაიშვილი გვპასუხობს: „კვლევა ჩავატარეთ, რომელმაც დაგვანახა, რომ ყველაზე აქტიურად, მშობლები სწორედ ამ პერიოდში არჩევენ სკოლას. პროექტის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნო, გარდა იმისა, რომ მშობლებს ვუმარტივებთ საქმეს, მონაწილე სკოლებსა და დაწესებულებებს საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალებას ვაძლევთ. ისინი წარმოადგენენ თავიანთ უპირატესობებს: მიღწეულ წარმატებას, ინფრასტრუქტურას, კურიკულუმებს, ტექნიკურ უზრუნველყოფას და ა.შ.

 

[R]

განხილვა