in

რა უნდა გავითვალისწინოთ სკოლის შერჩევისას? – პაატა ამონაშვილის ვიდეობლოგი

რა ხდება, როცა ბავშვი პირველად მიდის სკოლაში? რა განცდები ახლავს თან ამ პროცესს და როგორი უნდა იყოს სასკოლო გარემო, უფრო კი, მასწავლებელი, იმისათვის, რომ ენთუზიაზმი, სწავლის სურვილი და გამოცდილებისადმი ღიაობა ბავშვს ხანგრძლივად გაჰყვეს? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სკოლის შერჩევისას? – ამ კითხვებზე პასუხს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის – პაატა ამონაშვილის ვიდეობლოგიდან მიიღებთ:

 

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ამონაშვილი, მწერალი და მსოფლიოში 100-ობით სკოლის პროგრამის შემქმნელია. ცნობილ აკადემიკოს, ფსიქოლოგ და პედაგოგ – შალვა ამონაშვილთან ერთად, რამდენიმე წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მშობლებისა თუ მასწავლებლებისთვის, სპეციალურ პროგრამებს ატარებს. ოჯახმა, შალვა ამონაშვილის მიერ შემუშავებული ჰუმანური პედაგოგიკის გაცნობა ქართველი მშობლებისთვის 2018 წლის დასაწყისში გადაწყვიტა. კახეთში, სოფელ ბუშეტში მდებარე ამონაშვილების კარ-მიდამო – სპეციალური კომპლექსი ფსიქოლოგების ოჯახებთან შეხვედრისთვის, უკვე ქართველ მშობლებსა და ბავშვებსაც დაეთმობათ.

 

როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი, რა ეტაპებს გადის ის და როგორია მისი ფსიქოლოგია, როგორ უნდა მივუდგეთ მას და ასევე, რა გავლენა აქვს ოჯახურ ურთიერთობებს მისი პატარა წევრის ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე – ეს ის მთავარი თემებია, რომელზეც აქცენტი კეთდება მსგავსი შეხვედრებისას. ამ მიმართულებით, სემინარები 6 წელია ტარდება კახეთში, 2 ჰექტარზე გაშენებულ სივრცეში კოტეჯებით, საკონფერენციო, სათამაშო თუ სასადილო სივრცეებით, აუზებითა და ა.შ. ზაფხულობით, აქ ტარდება 9 დღიანი კურსები, წელს მსგავსი კურსის გასავლელად 1200 ადამიანი ჩამოვიდა, 34 ქვეყნიდან. დიდი სურვილი გვაქვს, ჰუმანური პედაგოგიკის მიმდინარეობა უფრო კარგად გაიცნოს ქართველმა ხალხმა და დავეხმაროთ მშობლებს ჰარმონიულ ოჯახურ ცხოვრებაში, შვილებთან საერთო ენის გამონახვაში. ამისათვის, ვატარებთ ღონისძიებას 21-23 სექტემბერს და გვაქვს გეგმებიც, რომლის ფარგლებშიც ქართველ მშობლებს აქტიურად შევთავაზებთ სხვადასხვა კურსს“, – გვიყვება ნინო ამონაშვილი – აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი.

თოჯინების ჩხუბი – Project Alert-ის ვიდეორგოლი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ!

4 დღიანი სამუშაო კვირა – თანამშრომლების გაბედნიერების შესაძლებლობა?!