in

სკოლისაკენ ჰერი, ჰერი! როგორ უნდა გამოიყენონ ეს პერიოდი კომპანიებმა

ყოველ წელს ერთი და იგივე – სკოლაში დაბრუნება და მშობლები, რომლებიც ყველა საჭირო ატრიბუტს იმარაგებენ იმისთვის, რომ მათი შვილი ახალ სასწავლო წელს მომზადებული შეხვდეს. საცალო ინდუსტრია ამ დროს მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს. სადღესასწაულო საყიდლების შემდეგ ეს, ალბათ, ყველაზე შემოსავლიანი პერიოდია ბიზნესებისთვის.

ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მარკეტინგული სტრატეგიები, რომლებიც პროდუქტების მნიშვნელობას სწორად დაანახებს მომხმარებელს და, რაც მთავარია, სწორ აუდიტორიაზე გავა. თემები, რომლებიც ამ დროს შეგიძლიათ, წინ წამოსწიოთ, არის: კლასგარეშე აქტივობები, განათლება და ჯანმრთელობა, სახლში კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნა, ციფრული საგანმანათლებლო ხელსაწყოები, სასკოლო ნივთები და სხვა. ის, რომ ჩანთა, კალამი და რვეულია აუცილებელი, ყველამ ისედაც იცის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, თქვენი პროდუქტის საჭიროება დაანახოთ მომხმარებელს.

  • თუ თქვენი ბიზნესი და პროდუქცია ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ, გააკეთოთ შეთავაზების პაკეტები, რომლებიც აუცილებელი და დამატებითი საჭიროების ნივთებს გააერთიანებს და მომხმარებელს ყველაფრის ყიდვა ერთ სივრცეში შეეძლება. 
  • შეგიძლიათ, ასევე, ყურადღება გაამახვილოთ ონლაინმიწოდებაზე, რადგან ამ დროს მაღაზიებსა და მოლებში ძალიან ბევრი ხალხია და ყველა მომხმარებელი ამჯობინებს დროის დაზოგვას. 
  • შესთავაზეთ ფასდაკლებებიც. როდესაც ადამიანებს ერთდროულად ბევრი ნივთის ყიდვა უწევთ, მათთვის ის კომპანიები, რომლებიც სააქციო პროდუქციას სთავაზობენ, განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება იმ მომენტშიც და სამომავლოდაც გაგითვალისწინებენ.
  • თუ გაქვთ ტექნიკის მაღაზია, აუცილებლად გაააქტიურეთ თქვენი მოწოდების არხები სასკოლო პერიოდში. ბევრი მშობელი ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით იწყებს ფიქრს შვილისთვის სმარტფონის, პლანშეტის, სახატავი პადის ან კომპიუტერის ყიდვაზე. ეცადეთ, კონტენტხაზი გამახვილებული იყოს ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე განათლებაში.

თუ თქვენი აუდიტორია მოსწავლეები არიან

გამოიყენეთ სოციალური მედია, უფრო TikTok და Instagram, რომლებიც ახალგაზრდა აუდიტორიაზე გაგიყვანთ. შესთავაზეთ მათ ფასდაკლებები და სპეციალურად მათი მოსწავლის ბარათზე მორგებული აქციები.

შექმენით ინტერაქციული კონტენტი: ტესტები, გამოკითხვები ან გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია სკოლამდელ თემებთან.

თუ თქვენი მიზნობრივი აუდიტორია მშობლები არიან

  • ხაზი გაუსვით ღირებულებასა და გამძლეობას: მონიშნეთ პროდუქტები, რომლებიც გამძლე და ხარისხიანია. ამის ფონზე კი ადეკვატური ფასი აქვს და ყურადღებას გაამახვილებს ბიუჯეტის დაზოგვაზე;
  • შეგიძლიათ, უზრუნველყოთ გადახდის მოქნილი ვარიანტები, რათა მომხმარებელმა იგრძნოს მის ფინანსებზე ზრუნვა ბრენდის მხრიდან;
  • შექმენით სიები – მაგალითად, კლასების მიხედვით დაყავით საჭირო პროდუქტები და გაუმარტივეთ საქმე მომხმარებელს;
  • გაუზიარეთ რჩევები და სახელმძღვანელოები ბავშვების სასწავლო წლისთვის მომზადების შესახებ;
  • განახორციელეთ ლოიალობის პროგრამები: დააჯილდოვეთ მომხმარებლები ქულებით, ფასდაკლებით ან ექსკლუზიური შეთავაზებებით, რათა ისინი მეორედაც მოვიდნენ თქვენთან.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ უწყვეტი და შეუფერხებელი ელ. კომერციის უზრუნველყოფა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბევრი მოინდომებს სკოლამდელ შოპინგს ონლაინ, ამიტომ მას ამ პროცესში ტექნიკური პრობლემები არ უნდა შეექმნას, ეს ცუდად იმოქმედებს ბრენდის რეპუტაციაზე.

როგორ მოვიქცეთ, როცა გუნდში უკმაყოფილება მატულობს

რა ხდება მეტავერსში და რატომ აღარ ვსაუბრობთ მასზე