10
Apr
2014

Skrepi.ge – საკანცელარიო ნივთების ონლაინ მაღაზია

10 Apr 2014

Startauperi
Startauperi


Skrepi.ge – ონლაინ მაღაზია, ადგილზე მიტანის სერვისითა და მაღალი ხარისხის პროდუქციით.

10153468_747048411984014_1428932990_n

Marketer-ის ინტერვიუ skrepi.ge-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან

მანონი თალაკვაძე (ფინანსისტი): skrepi.ge-ი დავაფუძნეთ მე და ჩემმა დამ ნინო თალაკვაძემ (აღმოსავლეთ ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი), რომელიც დიდი ხანია ჩინეთში ცხოვრობს.

როგორ გაჩნდა ბიზნესის შექმნის იდეა და რამდენად პოპულარულია საქართველოში ონლაინ გაყიდვები?

შევისწავლეთ ქართული ბაზარი, აღმოვაჩინეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც დააკმაყოფილებდა არსებულს მოთხოვნას,ანუ საშუალო და მაღალი ხარისხის საკანცელარიო პროდუქცია.

ვებ-გვერდის პრეზენტაციის პარალელურად დავიწყეთ skrepi.ge-ის PR აქცია, რასაც ავტომატურად მოჰყვა საიტზე კომპანიების დარეგისტრირება. მალევე მივხვდით, რომ ბიზნესზე სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რადგან ჩვენი კომპანიის რეგისტრაციიდან (ანუ, 2013 წლის ოქტომბრიდან) ყოველდღიურად იზრდება მომხმარებელთა რიცხვი, რაც ავტომატურად აისახება ონლაინ გაყიდვებზე.

როგორ მოხდა სახელის შერჩევა?

კომპანიის სახელი რამოდენიმე კრეატიულ და ფოკუს ჯგუფის გავლის შემდეგ დავარქვით. სკრეპი ასოცირდება ყველაზე მარტივ საკანცელარიო პროდუქტთან. აქედან გამომდინარე, შეიქმნა ლოგოც (ავტორი-ილია თოიძე), რომელიც ლათინური S მეტამორფოზირებულ სკრეპად განასახიერებს, თან ადვილად დასამახსოვრებადია.

skrepi

ის, რაც არ ააქვს ჩვეულებრივ საკანცელარიო მაღაზიას…

ჩვენი აზრით, საქართველოში არ არის ისეთი მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სრულ არჩევანს სთავაზობს. ჩვენ კი ეს მომსახურება ონლაინ რეჟიმში შევთავაზეთ. გამოცდილებამ დაგვანახა ის პრობლემები და მოთხოვნილებები, რომელიც ქართულ ბაზარს ახასიათებს, ამიტომაც გადავწყვიტეთ შემოვიტანოთ დიდი რაოდენობით არაბრენდირებული პროდუქცია, რომელსაც შევთავაზებთ სარეკლამო კომპანიებს და დამკვეთებს კორპორატიული შეფუთვებისთვის.

skrepi.ge-ს მომხმარებელი ნივთებს ვებ-გვერდის საშუალებით ირჩევს.

განხილვა