ამერიკელი მეცნიერების კვლევის მიხედვით, კოღოებისგან ელექტრონული მუსიკა დაგიცავთ. უფრო კონკრეტულად კი Skrillex-ის მიერ შესრულებული კომპოზიცია – Scary Monsters And Nice Sprites.
მათი ექსპერიმენტი ყვითელი ცხელების გამომწვევ კოღოებზე ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, მუსიკა დაბალი და მაღალი ტონალობების გამო შეარჩიეს, ხოლო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მწერებს Scary Monsters And Nice Sprites „მოასმენინეს“.
ცნობილია, რომ ბგერები არაერთი სახეობის გამრავლებისა თუ გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. კოღოების შემთხვევაში, როგორც აღმოჩნდა, დაბალი სიხშირის ბგერების გავლენით, მწერი თავისი სახეობის წარმომადგენლებს ვერ პოულობს და ვერც იმათ, ვისგანაც სისხლის გამოწოვა უნდა.
ახლა კი, მუსიკა, რომელიც ზაფხულისთვის უნდა შემოინახოთ: