in

ლუვრის ისტორიული სკულპტურები თანამედროვე სამოსში – ფრანგი ფოტოხელოვანის ორიგინალური პროექტი

2012 წელს, ფრანგმა ფოტოხელოვანმა – ლეო კაილარდმა, ლუვრის მუზეუმთან თანამშრომლობით ორიგინალური ფოტოპროექტი წამოიწყო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. მუზეუმის ყველა ცნობილმა და ისტორიულმა ძეგლმა თანამედროვე, ტრენდული სამოსი და “ლუქი” მოირგო. ბერძნული კულტურის ძველმა ღმერთებმა და მშვენიერმა ქალღმერთებმა 21-ე საუკუნის სტილი მოიხდინეს . აღსანიშნავია, რომ პროექტს საკმაოდ დიდი შრომა და ხანგრძლივი მუშაობა დასჭირდა იმისთვის, რომ საბოლოო სახე მიეღო. პირველ რიგში, ლეომ  სკულპტურებს გადაუღო მაღალი ხარისხის ფოტოები, ამასთან, შესაფერისი ტანსაცმლის კომბინაციებიც შეარჩია, შემდეგ, თავის მეგობარს სთხოვა, თანამედროვედ შემოსილი სკულპტურებისთვის ფოტოების გადაღება, ხოლო საბოლოოდ, ეს ყველაფერი Photoshop-ის საშუალებით გააერთიანა.

BOG
BOG

როგორ ვაკონტროლოთ შვილი ავტომობილის მართვისას? – Toyota-ს სასარგებლო პროგრამა მშობლებისთვის

Timberland-ის ახალი კოლექცია და პროფესიონალი მოცეკვავეები ბრენდის ახალ ვიდეორგოლში