in

Sky Ain’t The Limit: სასტუმრო „ტელეგრაფის“ Rolling Stone Rooftop-ზე ახალი მუსიკალური სერია იწყება

25 ივლისს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ მდებარე Rolling Stone Rooftop Bar ახალი მუსიკალური სერიის, Sky Ain’t The Limit-ის პირველ საღამოს უმასპინძლებს.

Sky Ain’t The Limit ახალი მუსიკალური საღამოების სერიაა, სადაც ვინილის კულტურა, ცოცხალი იმპროვიზაცია და გრუვზე დაფუძნებული მუსიკა თბილისის ცის ფონზე გაერთიანდება.

ღონისძიება მზის ჩასვლისთანავე დაიწყება. საღამოს 21:00 საათზე გახსნის ლუკა ბარამიშვილი, რომელიც აუდიტორიას ვინილზე შესრულებულ სეტს წარუდგენს. დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით, მუსიკოსი Broken Beat-ს, ფანკს, ჰაუსსა და ალტერნატიულ ჯაზს ბუნებრივად აერთიანებს. 

00:30 საათიდან სცენას ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე დაიკავებენ. მუსიკოსები მსმენელს თავიანთ ერთობლივ, სავიზიტო პროგრამას წარუდგენენ.

მათი შესრულება აერთიანებს ფანკს, ჰაუსს, ჰიპ-ჰოპს, Broken Beat-სა და თანამედროვე ჯაზს. ჟანრები ერთმანეთს ცოცხალი იმპროვიზაციის, რიტმისა და მუსიკალური დიალოგის მეშვეობით უკავშირდება, რის შედეგადაც ყოველი შესრულება უნიკალურ და სპონტანურ მუსიკალურ გამოცდილებად იქცევა.

ღონისძიების დეტალები

25 ივლისი
Rolling Stone Rooftop, The Telegraph Hotel
დაწყება: მზის ჩასვლისთანავე
ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე: 00:30
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ღონისძიების ადგილზე.

[პარტნიორის კონტენტი]

„საგანძურის მარათონი“: როგორ შეიქმნა თამაში, რომელიც მობაილბანკის ახალ შესაძლებლობებს გვიჩვენებს

„თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა