Photoshop-მა ახალი ფუნქცია – Sky Replacement დაანონსა, რომლის დახმარებითაც ღია ცის ქვეშ გადაღებულ ფოტოზე ცის შეცვლას ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლებთ. ხელსაწყო ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რისი დახმარებითაც გამოსახულების მთავარი ობიექტისა და ფონის (ამ შემთხვევაში ცის) ერთმანეთისგან გამოცალკევებასა და გამოსახულებების ეფექტურ შეერთებას ახერხებს.
Sky Replacement-ის გამოყენებისას შეგიძლიათ კატეგორიებში მოქცეული სხვადასხვა სახის ცა აირჩიოთ. მაგალითად, ლურჯი ცა ან ცა მზის ჩასვლისას. გარდა ამისა, შესაძლებელია სხვადასხვა ფოტოს რედაქტირებისას, ფოტოშოპის მიერ შემოთავაზებულ ვერსიებთან ერთად, თქვენ მიერ გადაღებული ცის ფოტოც გამოიყენოთ.
მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულებისთვის ცის შეცვლის ფუნქცია ავტომატურია, მასში ბევრი ცვლილების შეტანა შეგიძლიათ. მაგალითად, ცის ნათების, ზომის, ან ტემპერატურის კონტროლია შესაძლებელი. Adobe-ს არ უთქვამს, როდიდან უნდა ველოდოთ ფუნქციის გამოჩენას ფოტოშოპში, თუმცა უფრო მეტს, სავარაუდოდ, 20 ოქტომბერს, კომპანიის მიერ გასამართ კონფერენცია Adobe Max-ზე გავიგებთ.










