Greatest Showman-ის ინსპირაციით, Sky Sports-ის უახლესი რეკლამა ცირკის ექსტრავაგანტურობას გვაჩვენებს, ცეცხლმოდებული ბურთებითა და ხმლების ყლაპვით. შოუს წამყვანი კი იდრის ელბა გახლავთ… მაყურებლები ხედავენ ყველაფერს, დაწყებული Amazing Haalando-ს აკრობატული პენალტით, დამთავრებული ბენ სტოუკსისა თუ სოფია დანკლის მიერ ცეცხლოვანი ბურთების სროლით, რომელიც ცირკის ფარდებსაც სცდება!
„Sky Sports-ის კამპანიით გვინდოდა, აღგვენიშნა, რომ იგი უდიდეს გასართობ სპორტს გთავაზობთ და ვიზუალურად შთამბეჭდავი კადრებით დრამატულად წარმოგვეჩინა შესანიშნავი ათლეტების უნარები. ამ სეზონის კამპანიის დასაწყისი არ ჰგავს სხვას და ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ მომხმარებლები სპორტის გასაოცარი წლით ისიამოვნებენ“, — აცხადებს დეივ სტრატონი.
უშუალოდ კამპანიაზე კი კრეატიულმა სააგენტო Sky Creative-მა იმუშავა, რომლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი რობინ გარტონი ამბობს: „ცირკის იდეამ საშუალება მოგვცა, ჩვენი სპორტის ვარსკვლავების უნარები გვეჩვენებინა იმ გზით, რომლითაც ისინი აქამდე არასდროს უნახავთ, მაგრამ ამან ასევე დიზაინის, ტონის, სტილისა და ენის შესანიშნავი სამყარო გახსნა“.