გსურთ, გახდეთ თანამედროვე IT ინდუსტრიის მოთხოვნადი პროფესიონალი, აითვისოთ მსოფლიოს წამყვანი ღრუბლოვანი სერვისები და მიიღოთ საერთაშორისო აღიარების მქონე AWS Solutions Architect Associate (SAA-C03) სერტიფიკატი?
ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს შეემატა თანამედროვე სამყაროს მორგებული პლატფორმა. ეს არის Sky21, პროფესიონალების მიერ შექმნილი სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც Amazon Web Services-ზე მუშაობას შეგასწავლით.
ციფრული ტრანსფორმაცია დღეს ბიზნესის ყველა სფეროში აქტუალურია. კომპანიები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ღრუბლოვან ტექნოლოგიებს, რათა გააუმჯობესონ ეფექტურობა, შეამცირონ ხარჯები და გაზარდონ ინოვაციები. თუ თქვენ გსურთ, რომ ამ სწრაფად მზარდ სფეროში წარმატებას მიაღწიოთ, Amazon Web Services (AWS) ცოდნა აუცილებელია.
რას ისწავლით და შეძლებთ კურსის გავლით?
- სიღრმისეული ცოდნა: გაეცნობით AWS-ის საკვანძო სერვისებს (EC2, S3, VPC, RDS, Lambda და სხვა) და მათი მუშაობის პრინციპებს;
- რეალური ქეისები: განიხილავთ პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც დაფუძნებულია რეალურ პროექტებსა და გამოცდებზე;
- არქიტექტურული გადაწყვეტილებები: ისწავლით, თუ როგორ შექმნათ მძლავრი და მოქნილი სისტემები AWS-ის გამოყენებით;
- სერვისების ურთიერთკავშირი: გაიგებთ, როგორ მუშაობს სერვისები ერთად, რაც თქვენს ცოდნას პრაქტიკულ ძალად აქცევს;
- ვირტუალური სერვერების მართვა: შექმნათ და მართოთ Linux და Windows სერვერები, ავტომატური მასშტაბირებით;
- ღრუბლოვანი საცავები: დააკონფიგურიროთ საცავები ბექაპის, რეპლიკაციისა თუ გაზიარებისთვის;
- მონაცემთა ბაზები: ააგოთ და მართოთ როგორც რელაციური, ისე NoSQL მონაცემთა ბაზები;
- ქეშირება და კონტეინერები: განახორციელოთ ქეშირების გადაწყვეტილებები და გამართოთ კონტეინერების სერვისები;
- Serverless გადაწყვეტილებები: გამოიყენოთ თანამედროვე “Serverless” არქიტექტურები.
- ქსელის მართვა: იმუშაოთ DNS-თან და განაწილებულ ინფრასტრუქტურასთან;
- სერვისების ორკესტრირება: დააკავშიროთ სხვადასხვა სერვისი ეფექტური სისტემების შესაქმნელად;
- სერტიფიკაციისთვის მომზადება: კურსი მიგიყვანთ AWS Solutions Architect Associate (SAA-C03) გამოცდის წარმატებით ჩაბარებამდე!
ვისთვისაა განკუთვნილი:
- მომავალი და მოქმედი სისტემური და DevOps ინჟინრებისთვის, ვისაც სურს კარიერული წინსვლა;
- IT სპეციალისტებისთვის, რომელთაც აქვთ საბაზისო ტექნიკური ცოდნა და ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
კურსი შედგება 23 ლექციისგან, ხოლო 24-ე შეხვედრა სიმულაციურ გამოცდას ეთმობა.
განრიგი: სამშაბათი და პარასკევი, 20:00 – 22:00 საათი.
რატომ AWS?
AWS არის ღრუბლოვანი სერვისების გლობალური ლიდერი, რომელსაც იყენებენ მსოფლიოს უდიდესი კომპანიები და 2024 წელს 59.2 მილიარდი აშშ დოლარის მოგება დააფიქსირა. AWS-ის სერტიფიკატი ადასტურებს თქვენს კომპეტენციას და ზრდის კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.
[R]