12
Dec
2019

დრონი, რომლის მართვასაც ბავშვიც კი შეძლებს

12 Dec 2019

veon
veon


მსოფლიოს მასშტაბით, რამდენი ადამიანი შეიძენდა დრონებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები რომ არ ჩნდებოდეს? მაგალითად, რა მოხდება, თუ დრონი, რომლის მართვაც არც ისე კარგად ვიცით, ხის ტოტზე გამოედება და ძირს დავარდება? ან თუ შენობას შეეჯახება?

მსგავსი კითხვები აქტუალური აღარაა, როცა 1000 დოლარის ღირებულების მოდელზე – Skydio 2 ვსაუბრობთ. ეს არის თვითმართვადი დრონი, რომელიც იყენებს სპეციალურ ალგორითმს, იმისათვის, რომ საფრთხეებსა და დაბრკოლებებს თავი აარიდოს. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებსაც არასდროს უცდიათ დრონის მართვა, მათ შორის კი ბავშვებსაც კი, შეუძლიათ მისით სარგებლობა. მეტიც, მას შეუძლია გამოგყვეთ და ზემოდან გადაიღოს, როგორ სეირნობთ ველოსიპედით, ან სკეიტით.

გარდა ამისა, ყველა ტექნოლოგიური პროდუქტი გვთხოვს გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციასა და თანხმობებს. ხშირად, შეუძლებელია ყველა პუნქტის გააზრება და წაკითხვა, რაც პროდუქტის მოხმარების პირობებს მოიცავს. Skydio 2 -ის აპლიკაცია მხოლოდ 4 რამეზე გთხოვთ დათანხმებას – Skydio-ს მოხმარების წესები, უსაფრთხოებისა და ოპერირების გიდი, მობილურის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია და მიკროფონზე წვდომა. მოწყობილობას შუეძლია იფრინოს ღამით, ადამიანების გარემოცვაში, ნისლისა თუ თოვლის პირობებში და მეტიც, 25 მეტრ წამში სიჩქარის ქარისასაც.

განხილვა