in

Skydio X2 – ავტონომიური დრონი თერმული კამერითა და 3D სკანერით

veon
veon

Skydio, ანუ სტარტაპი, რომელიც ავტონომიურ დრონებს აწარმოებს, კომერციული დრონების ბაზარზე ბოლო მოდელით – X2-ით შედის. ეს არის დრონი, რომელიც აღჭურვილია 320 x 256 რეზოლუციის მქონე თერმული კამერით, ასევე 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერით, აქვს დასაკეცი ფრთები, შეუძლია ღამით ფრენა (GPS-სა თუ ღამმის ხედვაზე დაყრნობით), აქვს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ავტონომიური ფრენის რეჟიმი. მისი ელემენტი კი, უწყვეტი ფრენის პირობებში, 35 წუთს ძლებს.

გარდა ამისა, X2-ს გამორჩეული ფუნქციები აქვს, მაგალითად 360 გრადუსიანი და 100x-იანი ციფრული ზუმი. ეს ნიშნავს, რომ დრონს ყველა მიმართულებით შეუძლია კადრი მოაახლოვოს. დრონს აქვს ზუსტი ფრენის რეჟიმი, რომლის დახმარებითაც ვიწრო გარემოში, შესაძლებელია გვერდი აუქციოთ ავტონომიური ფრენის შემთხვევაში, ადვილად გააქტიურებადი ფუნქციებს. მაგალითად, დაბრკოლებებისთვის თავის არიდებას, რადგან სპეციალური კონტროლერით, ავტონომიურთან ერთად, დრონის პილოტის დახმარებით მართვაცაა შესაძლებელი.

X2-ს აქვს 3D სკანერიც, რომლის დახმარებითაც ინდუსტრიული ნაგებობებისა და ადგილმდებარეობების 3D გამოსახულებების მიღებაა შესაძლებელი. ეს შეიძლება დაზღვევის აგენტებს სახლის შეფასებაში, ხოლო ინჟინრებს მშენებლობის პროცესში დაეხმაროს.

Skydio X2-ის ორ ვერსიას, 2020 წლის დასასრულისკენ გამოუშვებს. ერთ-ერთს X2D ჰქვია და ის სპეციალურად, აშშ-ს არმიისთვისაა შექმნილი, მეორე კი, X2E, ბიზნესებისთვის, სააგენტოებისა და დაინტერესებული ადამიანებისთვისაა, რომლებიც პროდუქტის ყიდვას ადრეულ ეტაპზე გადაწყვეტენ. ჯერჯერობით უცნობია, რა იქნება Skydio X2-ის ფასი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მოწყობილობა მსხვილი კონტრაქტების ფარგლებში გაიყიდება.

ერთი შეხედვით, ხომ კარგია? მაგრამ ძაღლის თავიც ზუსტად მანდ იმალება… – შოთა ჩინჩალაძის #აზრები

პანდემია და ბუნების დაცვა – WWF ანგარიშს აქვეყნებს