მფრინავი მანქანა SD-03, რომელიც სტარტაპმა SkyDrive, Toyota-ს მხარდაჭერით შექმნა, წარმატებით გამოცადეს. წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოს შემდეგ, მფრინავი მანქანა საზოგადოების წინაშე პირველად წარდგა. ტესტირება Toyota-ს საცდელ მოედანზე მიმდინარეობდა (შესაბამისი ვიდეოს ნახვა კი ქვემოთ შეგიძლიათ).

SD-03-ს აპოზიციონირებენ როგორც მსოფლიოში ყველაზე პატარა ელექტრო მფრინავ მანქანას, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა და დაფრენა (VTOL) შეუძლია. ზომისა და ფრენის მახასიათებლების გათვალისწინებით, მას აფასებენ როგორც ტრანსპორტირების ახალ, პოტენციურ საშუალებას. მანქანის ფრენას რვა როტორი უზრუნველყოფს, ისევე როგორც იმას, რომ ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც კი, მანქანით გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

შესაძლოა, ჯერ კიდევ დიდი დროა საჭირო იმისათვის, რომ SkyDrive-ის მანქანით გადაადგილება რეალურად შევძლოთ. თუმცა, ვიცით, რომ ამ სტარტაპს ისეთი ავტოწარმოების გიგანტი უჭერს მხარს, როგორიც „ტოიოტაა“ და ცნობილია ისიც, რომ SkyDrive ორადგილიანი კომერციული მფრინავი მანქანის გამოშვებას 2023 წლისთვის გეგმავს. მნამდე კი, 2020 წლის დასასრულისთვის, კომპანია ნებართვებს ელოდება, რათა SD-03 სატესტო ფრენებს გასცდეს. აღნიშნული კი იაპონიაში მფრინავი ტაქსის სერვისის განვითარებას აჩქარებს და SkyDrive-ის მფრინავი მანქანები, იაპონიაში, საცობისგან თავის არიდების მოსახერხებელ საშუალებად შეიძლება იმაზე მალე იქცეს, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.