in

SKYHI — ტექნოლოგიები ადამიანების სამსახურში

„სქაიჰაიმ“ ახალი სტრატეგია და ვიზუალური სტილი შეიმუშავა

სქაიჰაი“ IT მომსახურებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკონსულტაციო კომპანიაა, სადაც სჯერათ, რომ ტექნოლოგიები უნდა მოერგოს ადამიანებს და არა პირიქით. მართალია, ბევრ ადამიანს მეტ-ნაკლებად უჭირს ამ ახალ რეალობაში ნავიგაცია, თუმცა SKYHI სწორედ ამ გამოწვევის გადაჭრაზე ზრუნავს — მხოლოდ ასე გადაიქცევა IT საზოგადოებისთვის სასარგებლო ძალად. ამ იდეოლოგიის გათვალისწინებით, კომპანია სულ ახლახან რებრენდინგის გზას დაადგა — პროფესიონალთა ჩართულობით კი სრულიად ახალი სტრატეგია და განახლებული ვიზუალური სტილი შემოგვთავაზა.  

ტექნოლოგია, რომელიც ადამიანებს ემსახურება, განუსაზღვრელ შესაძლებლობებს იძლევა და ორგანიზაციის წარმატებაშიც გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამიტომაც, „სქაიჰაიში“ ყოველთვის იმის გაგებით იწყებენ, რა სჭირდებათ ადამიანებს და პოულობენ კონკრეტულ პრობლემაზე მორგებულ ოპტიმალურ გადაწყვეტას, რათა პრაქტიკული შედეგები მიიღონ.

მარტივად რომ ვთქვათ, „სქაიჰაის“ მუშაობის პრინციპი 3 ძირითად ღირებულებას ეფუძნება:

  • ადამიანი — იწყებენ ადამიანებთან ადამიანურ ენაზე საუბრით, რათა გაიგონ, რა სჭირდებათ;
  • პროცესი — გამჭვირვალედ და დეტალურად ხსნიან პროცესს — როგორ გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია;
  • ტექნოლოგია — ვარჩევთ ოპტიმალურ ტექნოლოგიებს პრობლემების გადასაჭრელად ისე, რომ ჩვენმა პარტნიორებმა პრაქტიკული და ხანგრძლივი სარგებელი მიიღონ.

ასე იხსნება ბარიერები ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის. შესაბამისად, ბრენდის ახალი სტრატეგია და ვიზუალური იდენტობაც ამ იდეას დაუკავშირეს.

როგორც SKYHI-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე თოხაძე განმარტავს, მთელი 10 წლის განმავლობაში კომპანია ბაზარზე გაჩენილი რეალური საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად ვითარდებოდა. რებრენდინგის აუცილებლობა კი ახალმა ტენდენციებმა განაპირობა.

„ჩვენი გეგმები და მიზნები ბევრად შორსმიმავალი გახდა. აქედან გამომდინარე, გრძელვადიანი, ფუნდამენტური სტრატეგიის შემუშავება გარდაუვალი იყო. არსებობის მანძილზე ირგვლივ ბევრი რამ შეიცვალა, რისთვისაც ფეხის აწყობა გვჭირდებოდა — არა მხოლოდ იმისთვის, რომ განვვითარებულიყავით, არამედ ტექნოლოგიურ ბუმში მოწინავე პოზიცია შეგვენარჩუნებინა“,ამბობს თორნიკე თოხაძე.

ბრენდის სტრატეგია

ბრენდის სტრატეგიაზე ალექსი ჩიქოვანმა და შოთა ჩინჩალაძემ იმუშავეს. მათ მთავარ ამოსავალ წერტილად ადამიანი აიღეს — ეს ნიშნავს, რომ „სქაიჰაიმ“ ტექნოლოგიები ადამიანების სამსახურში უნდა ჩააყენოს და არა პირიქით, როგორც ეს ხშირად ხდება. მაგალითად, პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება კომპანიის შიგნით განახორციელა — თანამშრომლების მომზადება იმისთვის, რომ ადამიანურ ენაზე ისაუბრონ დამკვეთებთან, ნაცვლად ტექნოლოგიური ტერმინოლოგიის გამოყენებისა; გამოიკვლიონ კონკრეტული საჭიროება და მას მოარგონ ტექნოლოგიები.

„მოკლედ რომ ვთქვათ, „სქაიჰაიმ“ ტექნოლოგიები უნდა გაადამიანუროს, მათთვისაც კი, ვისთვისაც ამ სფეროში ნავიგაცია ძლიერი მხარე არაა. ეს მარტივი ამოცანა არ არის, თუმცა როცა იცი, რაზე დგას სტრატეგია — ანუ იცი, „რატომ“ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ, „როგორ“ უფრო ადვილად პოვნადია. 

ჭეშმარიტი სტრატეგიის შემუშავების პროცესი ყველა სახის კომპანიისთვის გამოწვევაა, მაგრამ ტექნოლოგიური კომპანიის შემთხვევაში, გამოწვევას კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ინდუსტრიაში მიმდინარე მუდმივი ცვლილებები. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „სქაიჰაის“ გუნდი დიდხანს ემზადებოდა სტრატეგიული ცვლილებებისათვის, მათ კარგად იცოდნენ, საით უნდოდათ სვლის გაგრძელება მომავალში და რა შესაძლო წინაღობები შეიძლებოდა გამოჩენილიყო ამ გზაზე. ერთობლივი მუშაობით ეს ხედვები გამოწვევის ქვეშ დავაყენეთ, ყოველმხრივ გავაანალიზეთ, იყო ბევრი მსჯელობა და ფიქრი… შედეგად, სტრატეგია წლებით წინ იხედება და ვფიქრობ, ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი მინიმუმ იმას ითვალისწინებს, რომ გზაზე მნიშვნელოვანი რყევები არ მოხდეს“, განმარტავს ალექსი ჩიქოვანი.

„ყველაფერი სტანდარტული პროცესით დავიწყეთ — ბრენდთან და მომხმარებლებთან კომუნიკაციით. იმაზე ფიქრისას კი, რაზე იდგა SKYHI ან შემდგომში რა სახე უნდა ჰქონოდა, მივხვდით, ყველას ერთი რამ აერთიანებდა: „სქაიჰაისთან“ ურთიერთობისას ხვდებოდნენ, რომ მის უკან რეალური ადამიანები იდგნენ და არა რობოტები. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ინდუსტრია ადამიანურ რესურსებს ეყრდნობა, სხვა კომპანიები ნაკლებად აკეთებენ აქცენტს ამაზე… აქ კი ეს ყველაფერი ბუნებრივი მოცემულობა იქნებოდა. თავად „სქაიჰაიდან“ წამოვიდა შთაგონება, მთელი სერვისი ადამიანებზე იყოს აგებული“,აღნიშნავს შოთა ჩინჩალაძე.

ბრენდის ვიზუალი 

ბრენდის ვიზუალზე მაშო ნატროშვილმა და მერი ჭიკაძემ იმუშავეს. როგორც თავად ამბობენ, ზოგადად, რედიზაინზე მუშაობა ყოველთვის უფრო დიდი გამოწვევაა, რადგან ყველაფერს თან ახლავს არსებული მოცემულობა, რომელიც გარკვეული რეპუტაციით სარგებლობს მომხმარებელში. 

გრაფიკული დიზაინის მთავარი გამოწვევა კი იმაში მდგომარეობს, რომ რედიზაინით არ დაიკარგოს ბმა არსებულ ვიზუალურ მასალასთან და, ამავდროულად, სწორად ითარგმნოს ბრენდის სტრატეგია ახალ დიზაინში.

„„სქაიჰაი“, როგორც ტექნოლოგიური ბრენდი, უფრო მეტად იყო დაკავშირებული ადამიანთან — ამიტომ, მთავარი გამოწვევა ამ შემთხვევაში, ტექნოლოგიურ ხასიათთან ერთად, ბრენდის ადამიანურობის გადმოცემა იყო. მნიშვნელოვანი იყო, შეგვექმნა ბრენდის საკომუნიკაციო ვიზუალური სტილი, რომელიც ადამიანებისთვის მარტივად გასაგები იქნებოდა და ამასთანავე, გამოხატავდა ტექნოლოგიური ზრდის სწრაფ დინამიკას“, ამბობს მაშო ნატროშვილი. 

„SKYHI-ის ახალი ვიზუალური იდენტობა მთლიანად ეფუძნება კონცეფციას — „ადამიანები ტექნოლოგიების სამსახურში“. ბრენდის მთავარი სათქმელი გამოხატულია აბსტრაქტულად, სადაც გრაფიკა გამოხატავს ციფრულ პროცესებს; ხოლო წრეები — ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესებში იღებენ მონაწილეობას. გრაფიკის დინამიკა ბრენდისა და ზოგადად IT დარგის მუდმივად განვითარებად და ზრდად ხასიათზე მიგვითითებს. ასევე, შევქმენით აიქონ სისტემა რომელიც ბრენდის ერთ-ერთი ვიზუალური სამეტყველო ენაა. აიქონებშიც ვიზუალურად ყოველთვის ვხედავთ აბსტრაქტულად ჩაინტეგრირებულ ადამიანს, რადგან ეს არის ბრენდი, რომელიც ადამიანების მიერ იქმნება, ადამიანებისთვის არსებობს, ადამიანების გარშემო ვითარდება და ადამიანებს უნდა ემსახუროს“,განმარტავს მერი ჭიკაძე.

ვებგვერდის ქოფირაითინგი

ქოფირაითინგის ნაწილზე გიორგი ავალიანმა იმუშავა. მისი თქმით, მოუქნელი ტერმინების სიუხვე ხშირად გარდაუვალ ბარიერად აღიმართება ადამიანებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის. შესაბამისად, რადგანაც „სქაიჰაის“ მთავარი მისია ტექნოლოგიების ჩვენს სამსახურში ჩაყენებაა, ყველაზე მეტად ენის შემსუბუქებაზე იზრუნეს.

„სტრატეგიული ჩანაფიქრის შემეცნების შემდეგ წერის დაწყებამდე ასეთი ამოცანა დავისახეთ: „სქაიჰაის“ შესახებ მარტივად და გასაგებად საუბარი ზედმეტი ჟარგონისა და ბარბარიზმების გარეშე. ადამიანებს ვესაუბრებით და არა მანქანებს, ამიტომ ბუნებრივია, ჩვენი სასაუბრო ენა მაქსიმალურად ადამიანური იყოს“,აღნიშნავს გიორგი ავალიანი.


მთლიანობაში, „სქაიჰაის“ განახლებული სტრატეგია და ვიზუალური სტილი მთლიანად ადამიანებზეა მორგებული; იმისკენაა მიმართული, რომ მეტად მარტივი, კომფორტული გახდეს ჩვენთვის ტექნოლოგიურ გზაზე ნავიგაცია.

[R]

შესაძლოა, Google Search-ს ფასიანი AI ფუნქციები დაემატოს

World Economic Forum ნინო ენუქიძეს ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად ასახელებს