in

SKYHI-ს გუნდს HR ბიზნესპარტნიორის პოზიციაზე ბარბარე გეთია შეუერთდა

ცოტა ხნის წინ, IT მომსახურებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკონსულტაციო კომპანია SKYHI-ს გუნდს ბარბარე გეთია შემოუერთდა, რომელმაც საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიიდან SKYHI-ის HR ბიზნესპარტნიორის პოზიციაზე გადმოინაცვლა. მისი ძირითადი ამოცანა იქნება ორგანიზაციის მთავარი მიდგომის „ადამიანი უპირველეს ყოვლისა“ გაძლიერება, ორგანიზაციული განვითარების პროცესის უზრუნველყოფა და HR სტრატეგიების კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში ბარბარემ, დაახლოებით, 8-წლიანი გამოცდილება დააგროვა. სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობისას პასუხისმგებელი იყო ადამიანური კაპიტალის მიმართულების განვითარებაზე, რაც მოიცავს რეკრუტინგის პრაქტიკას, სწავლებასა და განვითარებას, შეფასების სისტემებს, ორგანიზაციულ კულტურას, მოტივაციას, ჩართულობასა და ა.შ. მას კარგად ესმის, რას ნიშნავს პოზიტიური ორგანიზაციული კულტურის წახალისება და ორგანიზაციის მიზნების მიღწევის პროცესში წვლილის შეტანა.

ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვის, რამაც საინტერესო გახადა SKYHI-თან თანამშრომლობა არის მენეჯმენტის მიზნები, ხედვები, ღირებულებები და მიდგომა. SKYHI-ს მთავარი მამოძრავებელი ძალა არის „ადამიანი უპირველეს ყოვლისა“, რაც ჩემთვის, როგორც HR ბიზნესპარტნიორისთვის, ნიშნავს იმას, რომ მენეჯმენტთან ერთად, უნდა ვიზრუნო ორგანიზაციული კულტურის განვითარებაზე, თანამშრომელთა ჩართულობასა და მოტივაციაზე, მათთვის ისეთი გარემოს შექმნაზე, რაც დაეხმარებათ განვითარდნენ და თავიანთი წვლილი შეიტანონ ორგანიზაციის მიზნების მიღწევის პროცესში. ეს ყველაფერი კი უდიდეს მოტივაციას მაძლევს და მჯერა, რომ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ, რომ გავხადოთ SKYHI საუკეთესო დამსაქმებელი,“ამბობს ბარბარე გეთია.

SKYHI-ს ციფრული და ორგანიზაციული ტრანსფორმაცია თანამედროვე გამოწვევებზეა ორიენტირებული და მთავარ ფოკუსში აყენებს ადამიანს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის მაღალი დონის IT საკონსულტაციო სერვისს. ბრენდის მთავარი მამოძრავებელი იდეაც სწორედ ადამიანია – „ადამიანი უპირველეს ყოვლისა“.

თავის გუნდში SKYHI ეძებს ისეთ ადამიანებს, ვისაც მიაჩნია, რომ ტექნოლოგიურ ხანაში მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება, ხოლო სწორად შერჩეულ და დანერგილ ტექნოლოგიებს სხვა სიკეთეებთან ერთად, კონკურენტული უპირატესობაც მოაქვს. გუნდის თითოეული წევრი ზრუნავს პარტნიორისთვის მიცემული დაპირებისა და შეთანხმების შესრულებაზე. სამუშაო კულტურა დაფუძნებულია დისციპლინაზე და ერთმანეთის შეხედულებების პატივისცემაზე, პარტნიორის ინტერესების გათვალისწინებით.

ამავდროულად, SKYHI-ის ბრენდი ცდილობს ტექნოლოგიები აქციოს პრაქტიკულად სასარგებლო ძალად ბიზნესში ჩართული ყველა მხარისთვის. ორგანიზაციის მიზანია შიდა პროცესების გაციფრულებითა და გამარტივებით თანამშრომლებს შეუქმნას უფრო კომფორტული სამუშაო სივრცე და ამ გამოცდილებაზე ისაუბროს პარტნიორებთან და გაუზიაროს მისი მაგალითი შიდა პროცესების გაციფრულებისთვის.

„SKYHI-ში გვჯერა, რომ ჩვენი ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანია. ჩვენი ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ბრენდის მთავარი იდეაც სწორედ ადამიანს აყენებს მთავარ ფოკუსში – „ადამიანი უპირველეს ყოვლისა“. ეს პრინციპი ქმნის ჩვენს კულტურასა და ღირებულებებს და განაპირობებს ჩვენს ყოველდღიურ სამუშაო გარემოს. სწორედ ეს პრინციპი განაპირობებს იმას, თუ როგორ ვამყარებთ კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორებთან და თანამშრომლებთან. ჩვენთან წახალისებულია ინკლუზიურობა, ღია კომუნიკაცია, თავისუფლება, სწავლა და განვითარება. თითოეული გუნდის წევრი თავს გრძნობს ღირებულებად და იღებს მხარდაჭერას პროფესიული განვითარების გზაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ორგანიზაციული კულტურა გვეხმარება ჩვენი პარტნიორებისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდებაში,“ აცხადებენ SKYHI-ის წარმომადგენლები.

[R]

რა შუაშია Beatles თავის ტვინის პირველ ტომოგრაფიასთან?

BMW მომხმარებლებს მანქანაში UNO-ს თამაშს სთავაზობს