მუდმივად ცვალებად ტექნოლოგიურ სამყაროში SKYHI მტკიცედ ინარჩუნებს თავის ხედვას – „ტექნოლოგიები უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს და არა პირიქით“. ამ ღირებულებების გარშემო გაერთიანდნენ კომპანიის გუნდის წევრები და სწორედ ამ იდეით შეუერთდა თათია გეთიაც SKYHI-ის გუნდს, მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
თათიას გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სფეროში 12 წელზე მეტს ითვლის. მისი კარიერა უკავშირდება ისეთ კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორებიცაა: CARE-Caucasus, საქართველოს უნივერსიტეტი, GeoSTQB და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები. პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, იგი ასევე წარმატებით ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს უნივერსიტეტში სტრატეგიული მიმართულების სკოლაში და სტუდენტებს მარკეტინგის მიმართულებით უზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას.
რატომ SKYHI?
SKYHI-ისთან თანამშრომლობა შემთხვევითი არ ყოფილა. კომპანიის ღირებულებები ზუსტად ემთხვევა თათიას პროფესიულ ხედვებს: ადამიანები, გამჭვირვალე პროცესები და ტექნოლოგია, რომელიც რეალურ სარგებელს ქმნის.
„ჩემთვის, მარკეტინგი მხოლოდ ბრენდის პოპულარიზაცია არ არის – ის კომპანიის ღირებულებების, მისი მიზნებისა და ადამიანებთან ურთიერთობის სწორად გაწერილი გზაა. SKYHI-ში ზუსტად ამაზე ვმუშაობთ – ვაქციოთ ინოვაციები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომ, გასაგებ და პრაქტიკულ ძალად. აქ, ტექნოლოგიების მთავარი დანიშნულება ადამიანების დახმარებაა. სწორედ ამიტომ, სქაიჰაისთან ერთად, ჩემი მიზანია, ბრენდი არა მხოლოდ ტექნოლოგიური ლიდერი იყოს, არამედ მისმა აუდიტორიამ იგრძნოს, რომ მათთან ერთად ვქმნით მომავალს“, – ამბობს თათია.
რა განაპირობებს SKYHI-ის წარმატებას?
SKYHI-ის წარმატების მთავარი ფაქტორი სწორი ღირებულებებით დაკომპლექტებული გუნდია. აქ, პროფესიონალები მუშაობენ ტექნოლოგიურ განვითარებაზე და ამავდროულად, ინარჩუნებენ ადამიანურ ღირებულებებს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიური კომპანიებისთვის დიდი გამოწვევაა.
„SKYHI იმ კომპანიების რიგს მიეკუთვნება, სადაც პროფესიონალიზმი და ღირებულებები თანაბრად ფასობს. აქ, გუნდს არა მხოლოდ მიზანი აერთიანებს, არამედ რწმენა, რომ ტექნოლოგიები იქმნება ადამიანების მიერ, არსებობს ადამიანებისთვის, მათ გარშემო ვითარდება და მათვე უნდა ემსახუროს”, – აღნიშნავს თათია.
მომავლის ხედვა, გეგმა და მოლოდინები, სქაიჰაისთან ერთად
თათიას ხელმძღვანელობით, SKYHI-ის მარკეტინგი კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ბრენდის როლს ტექნოლოგიებისა და ადამიანების დაკავშირების პროცესში. კომპანიის მთავარი ფოკუსი იქნება:
✔ ბრენდის გამყარება ბაზარზე, ინოვაციური და სტრატეგიული კომუნიკაციის მეშვეობით;
✔ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მარტივი, ადამიანური ენით ახსნა;
✔ ბრენდის ცნობადობის ზრდა, IT და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში.
თათიას თქმით, სქაიჰაისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიური განვითარება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალური, პრაქტიკული ცვლილებების მომტანი გახდეს. სქაიჰაის ამ პრინციპზე დამყარებული მარკეტინგული სტრატეგია მომხმარებელთან უფრო ახლო და გულწრფელ ურთიერთობას შექმნის.
[R]